Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • უკატეგორიო

უცხოური აგენტურა ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანაში სიტუაცია იყოს არეული, ამ ფონზე რეიტინგში რეკორდული წინსვლა ნიშნავს იმას, რომ ხალხი ენდობა ხელისუფლებას

მარშალ პრესი 22/06/2024
SOZAR SUBARI

უცხოური აგენტურა ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანაში სიტუაცია იყოს არეული, ამ ფონზე სახელმწიფოებრივი სიმტკიცის რეიტინგში რეკორდული წინსვლა ნიშნავს იმას, რომ ხალხი ენდობა ხელისუფლებას, – განაცხადა სახელმწიფოებრივი სიმტკიცის მსოფლიო რეიტინგში საქართველოს პოზიციის გაუმჯობესებაზე პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.

„ვერც ერთ კომპონენტში წარმატება ვერ იქნება მიღწეული, თუ არ ფიქსირდება ხელისუფლების და ხალხის ერთიანობა. ამ მხრივ საქართველოში მართლაც კარგი ვითარებაა, განსაკუთრებით იმ ფონზე, ძალიან ბევრი ქვეყანა დაჟინებით ცდილობს სიტუაციის დესტაბილიზაციას ქვეყანაში. ფაქტობრივად, მეხუთე კოლონა, უცხოური აგენტურა, რომელიც ასრულებს ქვეყნის გარედან დაკვეთებს, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ქვეყანაში სიტუაცია იყოს არეული. ამ ფონზე სახელმწიფოებრივი სიმტკიცის რეიტინგში რეკორდული წინსვლა ნიშნავს იმას, რომ ხალხი ენდობა ხელისუფლებას. ცალკეულ მონაცემებში ძალიან მნიშვნელოვანია მშვიდობის შენარჩუნება, ადამიანის უფლებების დაცვა, სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების სიმტკიცე, კორუფციის დაბალი დონე. ეს ყველაფერი ჯამში ქმნის იმას, რომ საქართველომ მიაღწია ძალიან დიდ წარმატებას და 12 წლიანი გაუმჯობესების თვალსაზრისით მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

სახელმწიფოებრივი სიმტკიცის მსოფლიო რეიტინგში საქართველომ სარეიტინგო პოზიცია 3 ადგილით გაიუმჯობესა და შეფასების ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა.

Post navigation

Previous: უკრაინაში პოლიციამ დააკავა მოქალაქეთა ჯგუფი, რომლებიც სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებას და მოლდოვაში გაქცევას ცდილობდნენ
Next: საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია – ასეთი ხელშესახები შედეგები მოაქვს პრაგმატულ მშვიდობაზე გათვლილ პოლიტიკას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.