Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • უკატეგორიო

ეს არის კიდევ ერთხელ დადასტურება იმის, რომ სწორი გზით ვითარდება ქვეყანა – კახა კახიშვილი

მარშალ პრესი 22/06/2024
KAXA KAXISHVILI

ეს არის ის მაჩვენებელი, რომელიც მიუკერძოებლად, აპოლიტიკურად აფასებს ქვეყანაში სხვადასხვა ტიპის წინსვლას, – განაცხადა სახელმწიფოებრივი სიმტკიცის მსოფლიო რეიტინგში საქართველოს პოზიციის გაუმჯობესებაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კახა კახიშვილმა.

„ეს არის კიდევ ერთხელ დადასტურება იმის, რომ სწორი გზით ვითარდება ქვეყანა და ამ სწორ განვითარებას აფასებენ დამოუკიდებელი ექსპერტები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ პოლიტიკური შეფასებები კეთდებოდეს, ჩვენ ვხედავთ, რამდენად აცდენილი პოლიტიკური შეფასებები საექსპერტოს. პოლიტიკოსები სამწუხაროდ, ისეთ განცხადებებს აკეთებენ შეფასების კუთხით, რომლებიც ფაქტობრივად აცდენილია ციფრებს და კარგია, რომ დამოუკიდებელმა არბიტრებმა ციფრებში აჩვენეს საქართველოს სწორი განვითარების მიმართულება“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.

სახელმწიფოებრივი სიმტკიცის მსოფლიო რეიტინგში საქართველომ სარეიტინგო პოზიცია 3 ადგილით გაიუმჯობესა და შეფასების ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა.

Post navigation

Previous: დაკარგული გია გახელაძე ცოცხალია, ის კამერებმა დააფიქსირა
Next: სლოვენიაში საქართველოს ყოფილი ელჩის ვინმე კოპლატაძის თანამდებობიდან დემონსტრაციული წასვლა, ზუსტად იმ მეთოდით რაც საფრანგეთში ელჩმა გააკეთა, არის ძალიან იაფფასიანი პოლიტიკური მაწაკობა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.