Skip to content
02/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • უკატეგორიო

ჩამოყალიბდა აშკარა კრიმინალად – ედიშერ გვენეტაძე სალომე ზურაბიშვილზე

მარშალ პრესი 22/06/2024
edisher gvenetadze

აგენტების და აგენტთა მეთაურად დანიშნული აწ უკვე ე.წ. პრეზიდენტის მიერ წარმოებული ეს არნახული მიზანმიმართული, ანტისახელმწიფოებრივი ვაკხანალია აუცილებლად უნდა დასრულდეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობით, – ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სალომე ზურაბიშვილის მიმართვას ელჩებისადმი, სადაც ნათქვამია, „ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის არა ჩვეულებრივი არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდება, მაგრამ თქვენთვის არჩევანის დრო უკვე დადგა“.

ექსპერტის თქმით, სალომე ზურაბიშვილი ჩამოყალიბდა აშკარა კრიმინალად და სახელმწიფოს მოღალატედ, რომელიც ამჯერად ქართულ დიპლომატიურ კორპუსს მოუწოდებს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებებისთვის.

„ეს საყოველთაოდ ცნობილი აგენტი და საქართველოში აგენტთა მეთაურად დანიშნული, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციის დამრღვევად და მაშასადამე არალეგიტიმურად ცნობილი პრეზიდენტი, საბოლოოდ ჩამოყალიბდა აშკარა კრიმინალად და სახელმწიფოს მოღალატედ, რომელიც ამჯერად ქართულ დიპლომატიურ კორპუსს მოუწოდებს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებებისთვის! საქართველოს პრეზიდენტად წოდებულმა ამ უცხო არსებამ პირდაპირ მიმართა ქართველ ელჩებს, რომ მათ საბოტაჟი მოაწყონ და წინააღმდეგობა გაუწიონ საქართველოს სახელმწიფოს! ამიტომაც ვფიქრობთ – პრეზიდენტის სკამზე მოკალათებული ამ აშკარა დესტრუქციული და პროვოკატორი ელემენტის წინააღმდეგ, საქართველოს სახელმწიფოში უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე! აგენტების და აგენტთა მეთაურად დანიშნული აწ უკვე ე.წ. პრეზიდენტის მიერ წარმოებული ეს არნახული მიზანმიმართული, ანტისახელმწიფოებრივი ვაკხანალია აუცილებლად უნდა დასრულდეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობით!“ – წერს ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: ირაკლი კოპლატაძის თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს – მან სლოვენიაში დიპლომატიური მისია 2023 წლის 3 დეკემბერს დაასრულა – საგარეო უწყება
Next: რით არის „ნაციონალური მოძრაობა“ საშიში – ერთად ვსხედვართ 4 წელია პარლამენტში, არც უკბენიათ და არც თმაზე მოუქაჩავთ ჩემთვის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.