Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • უკატეგორიო

სალომე ზურაბიშვილი გარე დაკვეთების შემსრულებელია, თუმცა პოლიტიკური სიტუაციის არევის რესურსი არ აქვს

მარშალ პრესი 22/06/2024
mixeil kavelashvili

დღეს, ასეთ კარგ განწყობაზე მყოფებს, რადგან საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზეა და ყველა ეიფორიაშია, მაინც სალომე ზურაბიშვილის არასწორ განცხადებებსა და ქმედებებზე რომ გვიწევს კომენტარის გაკეთება, ძალიან სამწუხაროა, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი გარე დაკვეთების შემსრულებელია, თუმცა პოლიტიკური სიტუაციის არევის რესურსი არ აქვს.

„სალომე ზურაბიშვილმა ელჩებს ხომ მიმართა და ფაქტობრივად, გადადგომისკენ მოუწოდა. პარალელურად, მიმართა ქართველ ამომრჩეველსაც და უთხრა, რომ წლევანდელი არჩევნები ჩვეულებრივი არ იქნება. ეს არის ის, რასაც ამდენი ხანია ვამბობთ – ზურაბიშვილი გარე დაკვეთების შემსრულებელია. ახლაც მიიღო დაკვეთა, რომ პოლიტიკური სიტუაცია არიოს, თუმცა ამის რესურსი მას არ აქვს.

ამ ყველაფრის წინააღმდეგ მუშაობს ის, რაც ჩვენ, „ხალხის ძალამ“ დავიწყეთ – მხილება. ჩვენი საზოგადოების ინფორმირება უნდა გაგრძელდეს. ყველაზე მთავარია ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის განცდა, რომელიც უკვე თითოეულმა მოქალაქემ შეიგრძნო და ამის გარშემო უნდა ვიყოთ გაერთიანებულები. უმრავლესობამ დაინახა, რომ საქართველო თავის უფლებებს იცავს და ამიტომ მიდის ამ ქვეყანაზე ზეწოლა. ამავდროულად, საზოგადოებამ დაინახა, რომ ეროვნულობის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვამ საქართველოს წარმატება და მშვიდობა მოუტანა, მშვიდობამ კი – ეკონომიკური ზრდა.“ – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

Post navigation

Previous: ყველაფერ ნეგატიურს აქვს თავი მოყრილი ამ ქალში – გიორგი გამსახურდია სალომე ზურაბიშვილზე
Next: 1 კვირის წინ, სასტიკად ნაცემი 19 წლის ბიჭი გარდაიცვალა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.