Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • უკატეგორიო

ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, საქართველო 2030 წლისთვის გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა

მარშალ პრესი 21/06/2024
irakli kobakhidze2

დღეს ჩვენმა ბავშვებმა არაჩვეულებრივად შეასრულეს ევროკავშირის ჰიმნი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბავშვების მომავალი არის ევროკავშირში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ბერლინში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, საქართველოს აქვს ამბიციური მიზანი, 2030 წლისთვის გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

„ჩვენ გვაქვს ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ეროვნული ამოცანა, ეს არის ევროკავშირში გაწევრიანება. ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, საქართველო 2030 წლისთვის გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. დღეს ჩვენმა ბავშვებმა არაჩვეულებრივად შეასრულეს ევროკავშირის ჰიმნი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბავშვების მომავალი არის ევროკავშირში. ეს ბავშვები იცხოვრებენ აუცილებლად ევროკავშირში, ეს ბავშვები იცხოვრებენ ერთიან საქართველოში, რომელიც იქნება ევროკავშირის წევრი ქვეყანა დსა ეს მოხდება ძალიან მალე. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამ ყველაფერში რა თქმა უნდა, ძალიან განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენი მეგობრების მხარდაჭერას, ჩვენი გერმანელი მეგობრების მხარდაჭერას და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს ჩვენს მეგობრებთან ერთად ვისაუბროთ საქართველოს დამოუკიდებლობაზე და ერთად აღვნიშნოთ ეს მნიშვნელოვანი დღე“, – განაცხადა პრემიერმა.

 

Post navigation

Previous: 90-იანი წლებიდან გერმანიამ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარებაში, მადლობა გერმანულ სახელმწიფოს, გერმანელ ხალხს და გერმანელ მეგობრებს ამისათვის
Next: ჩვენც გვაქვს სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა და დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი პოლიტიკით საბოლოო ჯამში იქნება შესაძლებელი საქართველოს ოცნების, ქართველების ოცნების ახდენა და საქართველო იქნება ერთიანი და მთლიანი სახელმწიფო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.