Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ორბანის განცხადებით, ევროპის რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვის შეჩერება ტრამპს შეუძლია, თუკი ის თეთრ სახლში დაბრუნდება

მარშალ პრესი 21/06/2024
david kartvelishvili

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტკოსი დავით ქართველიშვილი რადიო Kossuth-სთვის უნგრეთის პრეზიდენტის, ვიქტორ ორბანის მიერ მიცემული ინტერვიუდან ნაწილებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

როგორც დავით ქართველიშვილი წერს, ორბანის განცხადებით, ევროპის რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვის შეჩერება ტრამპს შეუძლია, თუკი ის თეთრ სახლში დაბრუნდება.

„ნატო უკრაინაში სამხედრო მისიას განახორციელებს, რომელშიც უნგრეთი არანაირ მონაწილეობას არ მიიღებს”, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა. ამ განცხადებით მან დაადასტურა სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრე ვუჩიჩის ანალოგიური მოსაზრება, რომ გადაწყვეტილება უკრაინის ომში ნატო-ს პირდაპირი მონაწილეობის შესახებ ფაქტობრივად მიღებულია.

„არის მინიმალური მიზანი, რომელიც მიღწეულია, ევროპული მატარებელი კი ომისკენ მიდის. თუკი ჩვენმა მთავრობამ მხარი დაუჭირა ხალხს ევროპარლამენტის არჩევნებში, მე შემიძლია ჩამოვწიო „სტოპ-სახელური”, მატარებელი გაჩერდება და უნგრელები შეძლებენ ამ მატარებლიდან ჩამოსვლას.“, – განაცხადა ორბანმა რადიო Kossuth-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

მისი თქმით, „თუ ვარსკვლავთა განლაგება ხელს შეგვიწყობს, ჩვენ ვეცდებით მემანქანის დარწმუნებას და ამაზე უფრო შორს მატარებელი ვერ წავა“. მანვე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა: „ჩვენ მივაღწიეთ მინიმალურ მიზანს. მე შევუთანხმე ნატოს გენერალურ მდივანს ჩვენი პოზიცია, რომ უნგრეთი ჩამოვა ამ მატარებლიდან, რომ უნგრეთი ამ პროცესში არ მიიღებს მონაწილეობას არც იარაღით, არც ფულით და არც – სამხედროებით”.

თუმცა, ინტერვიუს ბოლოს ორბანმა ბრძანა: „სამწუხაროდ, შეუძლებელი იყო მემანქანის დარწმუნება. ის ამჟამად თავს ძლიერად გრძნობს და ახლა მხოლოდ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თუ შეძლებს „მატარებლის გაჩერებას“, იმ შემთხვევაში, თუ კი ის თეთრ სახლში დაბრუნდება ნოემბრის არჩევნების შედეგების შემდეგ”. – წერს დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: აშშ-ის ელჩის მხრიდან ორმაგი სტანდარტების ცინიკური და თავხედური გამოვლინებაა ანაკლიის პროექტზე გამარჯვების ფინიშთან მყოფი კომპანიაზე დეზინფორმაციის გავრცელება
Next: აშშ თითქოს რუსეთთან ურთიერთობების და რუსული კანონის გამო ასანქცირებს საქართველოს და ამ დროს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, რუსეთის მოქალაქეები უფრო მარტივად იღებენ აშშ-ის ვიზას, ვიდრე ქართველები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.