Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • უკატეგორიო

გონჩარენკო არავინ არ არის, მისნაირ არარაობებზე დროს არ დავხარჯავთ – ალუდა ღუდუშაური

მარშალ პრესი 21/06/2024
aluda gudushauri

გონჩარენკო არავინ არ არის, ის თავის დროზე სწორედაც რუსული ინტერესების გამტარებელი იყო – მისნაირ არარაობებზე დროს არ დავხარჯავთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რითაც მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასთან დაკავშირებით უკრაინის რადას დეპუტატის, ალექსი გონჩარენკოს განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, გონჩარენკო ვერ ჩამოყალიბდა საკუთარ პოზიციაში.

„შეგახსენებთ, ვინ არის გონჩარენკო. რა თქმა უნდა, ჩვენი ინტერესის საგანი არ არის და ფოკუსშიც ვერ მოხვდა გონჩარენკო, იმიტომ, რომ ის არავინ არ არის, გარდა იმისა, რომ თავის დროზე სწორედაც იყო რუსული ინტერესების გამტარებელი და თქვენ ხედავდით მის სამკერდე ნიშანს, თუ ვის წარმოადგენდა. ამიტომ გონჩარენკოსნაირ არარაობებზე ჩვენ არც დროს დავხარჯავთ და მითუმეტეს, არც ჩვენი ინტერესი არ არის რომ მას სერიოზულად ვუპასუხოთ,” – განაცხადა ღუდუშაურმა.

ცნობისთვის, უკრაინის რადას დეპუტატი ალექსი გონჩარენკო ბიძინა ივანიშვილის უკრაინული სანქციების სიაში შეყვანას ითხოვს.

“რატომ არ არის ქართველი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი უკრაინის სანქციების სიაში? ის სრულად უჭერს მხარს რუსულ რიტორიკას და უკვე იმავეს ლაპარაკობს, რასაც პუტინი” – განაცხადა გონჩარენკომ.

Post navigation

Previous: კანადამ(აც) მიიღო გამჭვირვალობის კანონი, ე.ი. რაც არ შეიძლება ჩვენთვის და „რუსულია,“ კანადისთვის, ისე როგორც უამრავი სხვა ქვეყნისთვის შეიძლება და დემოკრატიის განმტკიცებას ემსახურება!
Next: ჩინეთის საელჩო ამერიკის ელჩის განცხადებას პასუხობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.