ამ სახით ინფორმაციის გავრცელება არის ნახევარსიმართლის თქმა – მერაბ მეტრეველი

832
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

კოლეგებო, „საქართველო ნატოს სამიტზე არ მიიწვის“ არის ფეიკნიუსი.
იკითხავთ, მიიწვიეს და ჩვენ არ ვიცითო?

არა არ მიიწვიეს, მაგრამ ამ სახით ინფორმაციის გავრცელება არის ნახევარსიმართლის თქმა, ხოლო ნახევარსიმართლეს ისევე შეჰყავს შეცდომაში მკითხველი, თუ მაყურებელი, როგორც ცრუ ინფორმაციას.

ხოლო როცა ინფორმაციას მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს, ის ფეიკნიუსია.
ამ სამიტზე ნატომ არ მიიწვია არცერთი პარტნიორი ქვეყანა. არ მიიწვია უკრაინა, სადაც ცხელი ომი მიმდიანრეობს და ახლა ყველაზე მეტად ჭირდება გვერდით დგომა.

შესაბამისად სწორი და კორექტული არის ასეთი ნიუსი: „ნატოს სამიტზე არცერთი პარტნიორი ქვეანა არ მიიწვიეს“, ან „ნატოს სამიტზე საქართველო და უკრაინა არ მიიწვიეს“ ქოცი არ ვარ, უბრლაოდ, კარგ და პასუხისმგებლიან მედიას ვგულშემატკივრობ.” – წერს მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება