Skip to content
10/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

როდესაც ალექსანდრე იაშვილს ამოიღებ ღირსების ორდენით დასაჯილდოებელი პირების სიიდან ნიშნავს, რომ ქართული ფეხბურთის არაფერი გაგეგება

მარშალ პრესი 20/06/2024
irakli kobakhidze

როდესაც ალექსანდრე იაშვილს ამოიღებ ღირსების ორდენით დასაჯილდოებელი პირების სიიდან, ეს ნიშნავს იმას, რომ  ქართული ფეხბურთის არაფერი გაგეგება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ბერლინში, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პრემიერის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა აქაც სცადა კონკრეტულ სივრცეში გარკვეული განხეთქილების შეტანა, რაც არ გამოუვა.

„რაც შეეხება ღირსების ორდენის და ღირსების მედლის თემას, ამაზე უკვე გავაკეთე კომენტარი. ძალიან სამწუხაროა, რომ სალომე ზურაბიშვილმა აქაც სცადა კონკრეტულ სივრცეში გარკვეული განხეთქილების შეტანა, რაც მას არ გამოუვა. ვიდრე ჩვენ გავაგზავნიდით შესაბამის სიას, გავიარეთ კონსულტაციები ფეხბურთის ფედერაციასთან, ნაკრებთან იმისათვის, რომ რაიმე უკმაყოფილება არ გამოეწვია იმ სიას, რომელიც გაიგზავნებოდა საქართველოს პრეზიდენტთან.

კონსულტაციების და სიღრმისეული მსჯელობის საფუძველზე გაიგზავნა კონკრეტული სია. ასეთ დროს, სალომე ზურაბიშვილმა გადაწყვიტა ამ სიიდან კონკრეტული გვარების ამოღება, მათ შორის, არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც აქვთ განსაკუთრებული დამსახურება ქართული ფეხბურთის წინაშე. როდესაც ალექსანდრე იაშვილს ამოიღებ ღირსების ორდენით დასაჯილდოებელი პირების სიიდან, ეს ნიშნავს იმას, რომ  ქართული ფეხბურთის არაფერი გაგეგება. დანარჩენი გულშემატკივარმა და ქართულმა საზოგადოებამ შეაფასოს“, –  აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

Post navigation

Previous: საჭიროა პრაგმატული მიდგომის გამოვლენა საქართველოსთან მიმართებით, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ურთიერთობების გაჯანსაღება საქართველოსა და ევროკავშირს შორის
Next: პირველ მატჩში ყველაფერი ჩადეს ჩვენმა ფეხბურთელებმა, უბრალოდ ცოტა იღბალი დაგვაკლდა, ამ შემთხვევაში იღბალიც იქნება ჩვენს მხარეს და ჩეხეთთან აუცილებლად გავიმარჯვებთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.