Skip to content
10/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პარტნიორების მიმართ ჩვენი მთავარი გზავნილია, რომ ურთიერთობებს სჭირდება გადატვირთვა და გაჯანსაღება ყველა მიმართულებით, ეს ეხება აშშ-სა და ევროკავშირს

მარშალ პრესი 20/06/2024
irakli kobakhidze

ჩვენი მთავარი გზავნილი პარტნიორების მიმართ არის ის, რომ ურთიერთობებს სჭირდება გადატვირთვა და გაჯანსაღება ყველა მიმართულებით, ეს ეხება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ეს ეხება ევროკავშირს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა იმ პერიოდში, როდესაც საქართველოში მუშაობდნენ კელი დეგნანი და კარლ ჰარცელი, იქიდან მოყოლებული შეიქმნა პრობლემები, სირთულეები, თუმცა ყველაფერი ექვემდებარება გადატვირთვასა და გაჯანსაღებას.

„მთავარია, რომ ჩვენ მივიღოთ შემხვედრი ნაბიჯები პარტნიორების მხრიდან. ჩვენ ველოდებით ასეთ შემხვედრ ნაბიჯებს, მზად ვართ კონსულტაციებისთვის ყველა თემასთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, როგორც კი რეგიონული, გლობალური ვითარება გაჯანსაღდება, ეს პირდაპირ აისახება ურთიერთობების გაუმჯობესებაზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის და საქართველოსა და აშშ-ს შორის. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მალე დასრულდება ომი უკრაინაში. უკრაინას სჭირდება მშვიდობა და ესეც იქნება ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც ხელს შეუწყობს ურთიერთობების გაჯანსაღებას ჩვენს ქვეყანასა და ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ბევრი უსამართლო შეფასებების მიუხედავად, საქართველო მაინც თანმიმდევრულად აგრძელებს ამ გზას
Next: საჭიროა პრაგმატული მიდგომის გამოვლენა საქართველოსთან მიმართებით, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ურთიერთობების გაჯანსაღება საქართველოსა და ევროკავშირს შორის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.