Skip to content
10/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გვქონდა საინტერესო დისკუსია ელჩებთან ერთად, ვიმსჯელეთ ყველა იმ სამომავლო ნაბიჯზე, რომელიც უნდა გადაიდგას, რათა გაძლიერდეს ჩვენი ქვეყნის პოზიციები საერთაშორისო ასპარეზზე

მარშალ პრესი 20/06/2024
irakli kobakhidze

გვქონდა საინტერესო დისკუსიას ელჩებთან ერთად და ბუნებრივია, ვიმსჯელეთ ყველა იმ სამომავლო ნაბიჯზე, რომელიც უნდა გადაიდგას იმისათვის, რომ გაძლიერდეს ჩვენი ქვეყნის პოზიციები საერთაშორისო ასპარეზზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ბერლინში, ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, უმთავრესი პრიორიტეტია ევროკავშირში გაწევრიანება და ამ მიმართულებით მუდმივი პროგრესის მიღწევა.

„ჩვენი პრიორიტეტები ზოგადად არის ყველასთვის ცნობილი. ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია ევროკავშირში გაწევრიანება, ამ მიმართულებით მუდმივი პროგრესის მიღწევა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე არის გარკვეული სირთულეები, ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ თანმიმდევრულად ვივლით წინ და 2030 წლისთვის საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენი ძირითადი ხაზი არის აბსოლუტურად ნათელი და ცხადი, თუმცა არის ბევრი ნიუანსი, რასთან დაკავშირებითაც გვჭირდებოდა დღეს მოსაზრებების გაცვლა“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: პრემიერ-მინისტრი ევროპასა და აშშ-ში საქართველოს ელჩებს შეხვდა
Next: ნატო-ს ლიდერების მხრიდან კეთდება განცხადებები, რომ ამ ეტაპზე გაფართოება არ არის ის საკითხი, რომელიც აქტიურად შეიძლება, განიხილებოდეს, აქედან გამომდინარე, ნატო-ს სამიტიდან არ ველოდებით არსებით ცვლილებებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.