Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გიორგი ვაშაძეს ბოდიშის მოხდა მოუწია

მარშალ პრესი 20/06/2024
giorgi vashadze

გიორგი ვაშაძე ბოდიშს იხდის ტერმინ აუტისტის დამაკნინებელი კონტექსტით გამოყენების გამო. საკითხი ეხება 19 ივნისს, ტვ “პირველი”-ს ეთერში გაკეთებულ განცხადებას, როდესაც ირაკლი კობახიძის დამცირების მიზნით, მან პრემიერს აუტისტი უწოდა.

“გუშინ “ტვ პირველზე”, ერთ-ერთ გადაცემაში სამედიცინო ტერმინი გამოვიყენე პოლიტიკური ოპონენტის ქცევის შეფასებისას. სამწუხაროდ, ჩემი თაობის ადამიანებს და არა მხოლოდ პოლიტიკოსებს, ბავშვობიდან ჩვევაში გვაქვს გამჯდარი ასეთი ტერმინების გამოყენება სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციებში, რაც შესაცვლელია და იცვლება კიდეც ახალ თაობებში.

ისიც მესმის, რომ საჯარო პირებს გაცილებით მეტი მოგვეთხოვება ამ მხრივ. რა თქმა უნდა, იქვე, გადაცემაშივე, განვმარტე, რომ ჩემი მიზანი არ ყოფილა აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების დამცირება ან მათი შეურაცხყოფა. ბოდიშს ვუხდი მათ და  მათი ოჯახის ყველა წევრს.”- წერს გიორგი ვაშაძე ფეისბუქზე.

იხილეთ ვიდეო:

Post navigation

Previous: კანადის სენატმა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი მიიღო, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ არ არსებობს ე.წ. რუსული კანონი
Next: ლგბტ პროპაგანდის შემზღუდველი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მიზანი არ არის ვინმეს უფლებების შელახვა. ერთადერთი იკრძალება პროპაგანდა იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი მომავალი თაობა ამ მავნე ზემოქმედებისგან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.