Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი დაუჭირა

მარშალ პრესი 20/06/2024
iu

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი დაუჭირა. კანდიდატების მოსმენა ამავე კომიტეტის სხდომაზე რამდენიმე საათი მიმდინარეობდა. სხდომაში ოპოზიციას მონაწილეობა არ მიუღია.

ვაკანტურ თანამდებობაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ასარჩევად პარლამენტში წარდგენილი არიან: გიზო უბილავა, ბადრი შონია და გოჩა ჯეირანაშვილი.

კომიტეტის მხარდაჭერის შემდეგ საკითხი კენჭისყრისთვის მომდევნო კვირას პარლამენტის სხდომაზე დადგება. უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დასანიშნად კანდიდატს დეპუტატთა 76 ხმიანი კვორუმი სჭირდება.

კომიტეტის წევრებმა ასევე მხარი დაუჭირეს კანდიდატებს პლენარულ სხდომაზე საკითხის განხილვის გარეშე ეყაროთ კენჭი.

Post navigation

Previous: ეს იყო, ბუნებრივია, წამოცდენა – რომან გოცირიძე გიორგი ვაშაძეზე
Next: უახლოეს საათებში თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, დროგამოშვებით შესაძლებელია ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.