23 გარდაცვლილი და ვირუსის 1092 ახალი შემთხვევა საქართველოში

311
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 734 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 425 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 309 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 092 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 355 368-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 14 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.67 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.60%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.33%

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 775 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 341 103-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 083 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 092 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 586 შემთხვევა, აჭარა – 56, იმერეთი – 131, ქვემო ქართლი – 81, შიდა ქართლი – 58, გურია – 8, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 61, კახეთი – 53, მცხეთა-მთიანეთი – 31, სამცხე-ჯავახეთი – 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 16.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება