Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საზოგადოება „ქართული“ რეგიონებში გასვლით შეხვედრებს მართავს

მარშალ პრესი 20/06/2024
sazogadoeba qartuli

საზოგადოება ,,ქართული“, რომელიც 2024 წლის 14 აპრილს დაფუძნდა და მიზნად გლობალიზაციის გამოწვევების პირობებში ჩვენი ერის იდენტობისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის ხელშეწყობა დაისახა, რეგიონებში შეხვედრებს მართავს, – ამის შესახებ საუბარია სოციალური ქსელით გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ქართულის“ თავმჯდომარის გიორგი გაბუნიას განცხადებით, საზოგადოებამ პრიორიტეტად დაისახა დღემდე საზოგადოებრივი პროცესებისგან გარკვეულად დისტანცირებული ერის ინტელექტუალური, განათლებული და კულტურული ნაწილის არენაზე დაბრუნებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური ჩართვისთვის მხარდაჭერა.

„პირველი შეხვედრა თბილისში ქართული საზოგადოების გამორჩეულ აკადემიურ წრეებთან და ხელოვნების აღიარებულ წარმომადგენლებთან უკვე შედგა. შეკრებაზე იყო აზრთა გაზიარებისა და იდეების შეჯერების ჯანსაღი ატმოსფერო. მაისი, მოგეხსენებათ, პოლიტიკურად ცხელი გამოდგა, რის გამოც მხოლოდ ახლა შევძელით დაგვეწყო გასვლები რეგიონებში“, – აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.

მისი აზრით, რეგიონებში მოღვაწე ერის ინტელექტუალური ნაწილი არის ოქროს ფონდი, რომელთა აქტიური ჩართვა საერთო ეროვნული საკითხების გააზრებასა და გადაჭრაში, არის დღეს გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი ამოცანა.

„ჩვენი მიზანია რეგიონების კულტურის, ხელოვნების, განათლების და სხვა ინტელექტუალური სფეროს წარმომადგენლებს გავაცნოთ ჩვენი ხედვები და ფიქრები გლობალიზაციის დღევანდელ ეპოქაში ერის წინაშე მდგარ ამოცანებსა და სირთულეებზე. მაგრამ, ჩვენთვის ამ პროცესში მთავარი მაინც არის მათი მოსმენა, მათი აზრების და წუხილის გაზიარება, ინიციატივების აკუმულაცია, რათა ეს საერთო ფიქრები, საბოლოოდ, დიდ ეროვნულ ენერგიად ვაქციოთ და თითო აგური დავდოთ საერთო ეროვნული თემების მოგვარების საქმეში“, – განაცხადა საზოგადოება „ქართულის“ თავმჯდომარემ.

გურია, ოზურგეთი 21 ივნისი, 17:00 საათი.
გიორგი ჭანტურიას 1, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი.
სამეგრელო, ზუგდიდი 22 ივნისი, 13:00 საათი.
მერაბ კოსტავას 116, დადიანების სასახლე.

საზოგადოება გეგმავს ანალოგიური შეხვედრები ყველა რეგიონში გამართოს.

Post navigation

Previous: ტერმინ „აუტიზმის“ დამაკნინებელ კონტექსტში მოხსენიება მიუღებელია – სახალხო დამცველი გიორგი ვაშაძეს ეხმიანება
Next: გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული საქართველოში კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.