Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ჩეხეთი ძალიან რთული მეტოქეა, არაფრის შანსს არ აძლევს მოწინააღმდეგეს, მაგრამ ეს ჩვენს ფეხბურთელებს დამატებით მოტივაციას უნდა აძლევდეს

მარშალ პრესი 20/06/2024
mixeil kavelashvili

„ძალიან რთული მეტოქე გვყავს ჩეხეთის სახით. თან მათთან აქამდე შეხვედრა არ გვქონია. ასეთი შემტევი ნაკრები ერთი-ორი თუ არის ევროპის ჩემპიონატზე. გამართულია ტაქტიკურად და ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ. ისეთი, არაფრის შანსს რომ არ აძლევენ მოწინააღმდეგეს.“ – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროპის ჩემპიონატზე ჩეხეთთან საქართველოს ნაკრების შეხვედრა 26 მარტის საქართველო-საბერძნეთის თამაშის ტოლფასია და გულშემატკივრებიც და ფეხბურთელებიც ასეთივე განწყობით უნდა იყვნენ.

„მთელი ღამე ვფიქრობდი, თუ რა შეიძლება დაუპირისპიროს საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთის ნაკრებს, მით უმეტეს, რომ ნათამაშევიც არ გვაქვს მათთან. არ არსებობს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე, ვისაც ჩეხეთთან თამაში არ გაუჭირდება. ჩეხეთთან შეხვედრას 26 მარტის საქართველო-საბერძნეთის მატჩს შევადარებდი. ისეთივე განწყობით უნდა ვიყოთ, როგორც მაშინ, ხოლო ფეხბურთელების მხრიდან 100%-ზე მეტი შესაძლებლობები უნდა იყოს გამოვლენილი. ამის შესაძლებლობები არსებობს ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებში. ჩეხეთი რთული მეტოქეა, მაგრამ ეს ჩვენს ფეხბურთელებს დამატებით მოტივაციას უნდა აძლევდეს. სულ რომ გერმანია ან საფრანგეთი იყოს, განწყობა უნდა იყოს ისეთი, რომ შეგვიძლია მათთან თამაში და მოგება.“ – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

Continue Reading

Previous: მე- 9 სურვილია კაიფში არ გავიპარო მას შემდეგ, რაც ეს ყველაფერი მოხდება – ვიკა ბუკია
Next: „გლობალური” ანატომიური აღმოჩენების ფონზე, დიდ ბრიტანეთში მზარდი პოპულარობით სარგებლობს ულტრამემარჯვენე „რეფორმების პარტია” და მისი ლიდერი – ნაიჯელ ფარაჯი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025