სამეგრელოს პოლიციამ სენაკში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა

258
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

შინაგან საქმეთა სამინისტროს  თანამშრომლებმა, 1997 წელს დაბადებული პირი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ცეცხლსასროლი
იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, წარსულში არსებული კონფლიქტის
ნიადაგზე, სოფელ ხორშისკენ მიმავალ საავტომობილო გზაზე, 1975 წელს
დაბადებული ლ.მ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის
ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების
შედეგად, ბ.გ. მომხდარიდან მეორე დღეს, ქალაქ მცხეთაში დააკავა.

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის
117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით
მიმდინარეობს.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება