
ოჯახი ეძებს მამაკაცს, რომელიც 19 ივნისს გავიდა შინიდან და არ დაბრუნებულა. გიორგი გახელაძე დიდი დიღმიდან ვაკის მიმართულებით უნდა წასულიყო, თუმცა, როგორც ოჯახის წევრი წერს, არ მისულა დანიშნულების ადგილამდე. გამორთული აქვს ტელეფონიც. ეცვა ღია ფერის პერანგი და მუქი ფერის შარვალი, თან ჰქონდა ზურგჩანთა.
თუ ვინმეს გაქვთ ინფორმაცია, დაუკავშირდით ოჯახს
599 31 10 90