Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში თავს იქებს – იცით რა მაგიჟებს?

მარშალ პრესი 20/06/2024
chergo
გიგა ბოკერიას ცოლი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს ნაკრების შესახებ წერს და თავს იქებს:
“იცით რა მაგიჟებს?
ფეხბურთის როგორი გადამკვდარი გულშემატკივარიც არ უნდა იყო, უბრალოდ შეუძლებელია, ფიზიკურად და მეტაფიზიკურად წარმოუდგენელია გამარჯვება იმაზე მეტად გინდოდეს, ვინც მოედანზე თვითონ დარბის და ვინც ამ თამაშზე პირად პასუხისმგებლობას იღებს.
შეუძლებელია, რომელიმე გულშემატკივარს ფეხბურთელებზე და მწრთვნელზე მეტად უნდოდეს გამარჯვება.
შეუძლებელია, რომელიმე გულშემატკივარს ფეხბურთელებზე და მწრთვნელზე მეტი ჰქონდეს ნაფიქრი, ნამეცადინები, ნავარჯიშები, ნაწვალები იმაზე, როგორ გაიმარჯვოს!
შეუძლებელია, რომელიმე გულშემატკივარი იმაზე მეტს თმობდეს ფეხბურთისთვის, ვიდრე ფეხბურთელები და მწრთვნელი.
ხოდა აი მაინც ყველამ ფეხბურთელებზე და მწრთვნელზე უკეთ რანაირად იცით ფეხბურთი?
პოლიტიკაზე რომ ჭკუას მასწავლით, მაშინაც იგივე განცდა მაქვს ზუსტად და თავისუფლად შემიძლია თავის წარმოდგენა სანიოლის ადგილას, რომელსაც დღეს ყველა ფეხბურთს ასწავლის.
საქართველოს გაუმარჯოს! გავიმარჯვებთ სახელოვნად. 🇬🇪♥️
P.S. კვარაცხელიას გოლი რომ გაეტანა, მის მინდორზე დატოვებას შეცდომად არ ჩათვლიდა არავინ!
ეს ვიცი ზუსტად!
უბრალოდ ვერ გაიტანა (ხდება ხოლმე) და ახლა იოლია თითების შვერა.
წაგებულზე თითების შვერა IS SO NOT COOL FOR ME, მადას მიკარგავს.” – წერს ჩერგოლეიშვილი

Continue Reading

Previous: ბიჭებს დიდი მადლობა იმისთვის, რომ გუშინ მთელი მსოფლიო აალაპარაკეს
Next: ოპოზიცია რომ ჩემს ჯინაზე ამ დრომდე არ იმჩნევდა და იმჩნევს ნარკოტიკების პრობლემას,ეს ცალკე სევდიანი ისტორიაა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025