Skip to content
31/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენი ხელისუფლების მხრიდან არანაირი კურსის ცვლილებას ადგილი არ ჰქონია, არც აქვს და არც ექნება, როგორც ვიყავით დემოკრატიის ერთგულები, დღესაც ისევ დემოკრატიის ერთგულები ვართ

მარშალ პრესი 19/06/2024
rati ionatamishvili

ჩვენი ხელისუფლების მხრიდან არანაირი კურსის ცვლილებას ადგილი არ ჰქონია, არც აქვს და არც ექნება. როგორც ვიყავით დემოკრატიის ერთგულები, დღესაც ისევ დემოკრატიის ერთგულები ვართ. უბრალოდ ვამბობთ და ამას მხოლოდ ჩვენ არ ვამბობთ, ამას ამბობს ყველა ძლიერი დემოკრატიის მქონე ქვეყანა, რომ მაგალითად კანონის უზენაესობა, გამჭვირვალობის პრინციპი, ეს არის ის ღირებულებები, რაზეც დგას ნებისმიერი ქვეყნის დემოკრატია და რისი დაცვაც ნებისმიერი დემოკრატიული ხელისუფლების პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

„მაგალითად, როდესაც საუბარი იყო სააკაშვილის გათავისუფლებაზე და გადაყვანაზე ამ ქვეყნიდან, ჩვენ ვამბობდით, რომ ეს საუბარი შეურაცხყოფას აყენებდა ქართულ მართლმსაჯულებას და კანონის უზენაესობის პრინციპებს. გვეუბნებოდნენ, რომ არა, პირიქით არის, მაგრამ დღეს, როდესაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები არსებობს, როდესაც თვითონ სააკაშვილი ამბობს, რომ გამოჯანმრთელდა, ცუდად აღარ არის, აღარ კვდება და ა.შ. ხომ აღმოჩნდა, რომ ჩვენ მართლები ვიყავით და სააკაშვილის გათავისუფლებაზე ნებისმიერი საუბარი ნამდვილად იყო შეურაცხყოფა კანონის უზენაესობის?! ამიტომ ჩვენ კანონის უზენაესობა, ანუ ქართული დემოკრატია დავიცავით ამ ყველაფრით და სტრასბურგმაც თქვა, რომ ის არის სისხლის სამართლის დამნაშავე. ასეა გამჭვირვალობის შემთხვევაშიც. მნიშვნელოვანია, რომ გამჭვირვალობის პრინციპი უზრუნველყოფილი იყოს ქვეყანაში და ვინ ვნებს გამჭვირვალობას? ის ორგანიზაციები, რომლებიც არ არიან გამჭვირვალე“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

Post navigation

Previous: დარწმუნებული ვარ, განწყობები, რომლებიც არსებობს ქალბატონი ელჩის მიმართ ჩვენს ქვეყანაში, იქნება ერთ-ერთი საფუძველი იმისა, რომ არაობიექტური და უსამართლო შეფასებები აღარ იქნება დღის წესრიგში
Next: სოფელ წიწამურთან „ჯივიპის“ კუთვნილი მაგისტრალური მილსადენის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.