Skip to content
14/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ანდრია ჯაღმაიძე: საქართველოს ომში შეთრევის მსურველებს, ამ სცენარზე ხელი არ აუღიათ და ამბიონზეც კი უვარდებიან მშვიდობის მსურველებს.

მარშალ პრესი 25/05/2022
ანდრია ჯაღმაიძე

არ მოიწონეს მეუფე შიოს ქადაგებაში ის, რომ მან არ მოიწონა ომში ჩათრევის კურსი და მოიწონა ქვეყნის მშვიდობიანი კურსი

,,ხშირად სხვის შეცდომებს, თუ უპასუხისმგებლობებს, სხვისი შვილები იმკიან.

საკითხი მხოლოდ პოლიტიკური რომ ყოფილიყო ამ თემას არ შევეხებოდი, “ – წერს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

როგორც ანდრია ჯაღმაიძე წერს, არ მოიწონეს მეუფე შიოს ქადაგებაში ის, რომ მან არ მოიწონა ქვეყნის ომში ჩათრევის კურსი, და მოიწონა ქვეყნის მშვიდობიანი კურსი.

ხშირად სხვის შეცდომებს, თუ უპასუხისმგებლობებს, სხვისი შვილები იმკიან.

საკითხი მხოლოდ პოლიტიკური რომ ყოფილიყო ამ თემას არ შევეხებოდი, თუმცა ცხადი ხდება, რომ დღეისათვის საქართველოს ომში შეთრევის მსურველებს ჯერ ამ სცენარზე ხელი არ აუღიათ და ამბიონზეც კი უვარდებიან იერარქებს (ზოგჯერ იერარქებიც) ქვეყანაში მშვიდობის მსურველებს.

არ მოიწონეს მეუფე შიოს ქადაგებაში ის, რომ მან არ მოიწონა ქვეყნის ომში ჩათრევის კურსი, და მოიწონა ქვეყნის მშვიდობიანი კურსი.

მან თქვა, რომ მშვიდობიანი კურსი, ნიშნავს აფხაზებთან და ოსებთან სიყვარულზე აგებულ ურთიერთობას და არ ეთანხმება არანაირ მოწოდებას ძმებთან ახალი სისხლისღვრისკენ. აი ეს არ მოიწონეს ტრენდს აყოლილებმა.

“ღვთისმოყვარენი აღივსებიან ყოველგვარი კეთილი აზრით და ცათა მსურველნი ამ ცხოვრებას მოიძაგებენ, მაგრამ ამგვარნი არ მოსწონთ მრავალთ, ისევე როგორც არც თვით ამათ მოსწონთ მრავალნი”. ანტონი დიდი.” წერს Facebook-ზე ჯაღმაიძე.

Post navigation

Previous: ნანა კაკაბაძე: ქართული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, დიდი მონდომებით ცდილობენ, საქართველომ არ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რათა ხელისუფლებამ , პოლიტიკური ქულები ვერ დაიწეროს
Next: ჯოზეფ ბაიდენი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.