Skip to content
01/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

დარწმუნებული ვარ, გვექნება ფორმულირება უკრაინის ალიანსის წევრობის თაობაზე

მარშალ პრესი 19/06/2024
jens stoltenbergi

დარწმუნებული ვარ, რომ გვექნება ფორმულირება უკრაინის ალიანსის წევრობის თაობაზე, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სტოლტენბერგმა ისაუბრა ნატო-ს გეგმაზე წვრთნებისა და უკრაინის დახმარების შესახებ უსაფრთხოების მხრივ და აღნიშნა, რომ ელოდება ახალ განცხადებებს უკრაინისთვის მეტი სამხედრო დახმარების შესახებ.

„ჩვენ განვიხილავთ და ვაგვარებთ მრავალ საკითხს უკრაინასთან დაკავშირებით ნატო-ს სამიტამდე. ჩვენ უკვე შევთანხმდით ნატო-ს წვრთნისა და უკრაინის უსაფრთხოების დახმარების გეგმაზე. ვნახეთ ახალი განცხადებები და ველოდები, რომ უფრო მეტი განცხადება მოვისმინო უკრაინისთვის უფრო მეტი სამხედრო მხარდაჭერის შესახებ. დარწმუნებული ვარ, რომ გვექნება ფორმულირება უკრაინის ალიანსის წევრობის თაობაზე“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

Post navigation

Previous: პარტნიორები ერთმანეთს სანქციებითა და შეზღუდვით არ უნდა ელაპარაკებოდნენ, იმედს ვიტოვებთ, ასეთი მიდგომა გადაიხედება
Next: 2024 წლის პირველ კვარტალში საქრთველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ 19 მილიარდ ლარს მიაღწია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.