Skip to content
10/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენთვის ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვის აკრძალვის თემა უკავშირდება უპირველეს ყოვლისა იმ თვითმყოფადობის შენარჩუნებას, რომელიც საქართველოს გააჩნია და რომელმაც საქართველო დღემდე მოიყვანა

მარშალ პრესი 18/06/2024
GIA VOLSKI

პარლამენტში ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტის ირგვლივ საკომიტეტო განხილვა მიმდინარე კვირაში გაიმართება. მმართველი გუნდი კანონპროექტის მნიშვნელობას უსვამს ხაზს, ოპოზიცია კი კვლავ ბოიკოტს განაგრძობს. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ განხილვაში მონაწილეობაზე უარი ოპონენტების მორიგი ლუსტრაციაა, რასაც, მათივე თქმით, საზოგადოება პასუხს ოქტომბრის არჩევნებზე გასცემს.

„ჩვენთვის ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვის აკრძალვის თემა უკავშირდება უპირველეს ყოვლისა იმ თვითმყოფადობის შენარჩუნებას, რომელიც საქართველოს გააჩნია და რომელმაც საქართველო დღემდე მოიყვანა ამ ისტორიული ქარტეხილების მიუხედავად. ადამიანები, ამას [განხილვას] არ ესწრებიან, თავის პოზიციას არ გამოხატავენ, სპეკულირებენ იმით, რომ ვითომდა ვიღაცის უფლებები შეიძლება დაირღვეს, რაც ტყუილია. სამართლის წინაშე ყველა თანასწორია. ელემენტარული არსებობს დასკვნა, რომ ადამიანებს [ოპოზიციას] არ მიაჩნიათ ეს პრინციპები სათავისოდ, ან თავისი პოლიტიკური შეხედულებების ნაწილად. ეს არის განსხვავება ჩვენსა და მათ შორის“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

Post navigation

Previous: საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე პირველი გოლი გაიტანა
Next: ჩვენ ვნახეთ ჩვენი ბიჭების ღირსეული თამაში – კახა კალაძე საქართველო-თურქეთის მატჩზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.