Skip to content
20/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

როცა „ლელოში“ ხარ, იქ ანალიზსა და ცოდნას არანაირი მნიშვნელობა აქვს – გია აბაშიძე სალომე სამადაშვილზე

მარშალ პრესი 25/05/2022
გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სალომე სამადაშვილის პარლამენტში სიტყვით გამოსვლას ეხმიანება, სადაც განაცხადა, რომ „750 დეპუტატია ევროპარლამენტში, აქედან 10 არის დაინტერესებული ჩვენი ქვეყნით და ყველა მათგანი მტრად გამოაცხადეთ“.

ანალიტიკოსი სამადაშვილის პასუხად წერს, რომ ევროპარლამენტში ამჟამად 751-ის ნაცვლად, 705 დეპუტატია. Brexit-ის შემდეგ, ბრიტანეთის 73 ადგილი გადანაწილდა ევროკავშირის სხვა 14 წევრ ქვეყანაზე, ნაწილი კი გაუქმდა.

„ეს რომ ანი წითლიძეს ეთქვა, რომლისთვისაც კაპუჩინო თურმე ფრანგული წარმომავლობისაა ანდა ლევან ხაბეიშვილსნაირს, არ მექნებოდა საჯარო შენიშვნა.
თუმცა, დიპლომატიურ სამსახურში ნამუშევარმა პოლიტიკოსმა, სალომე სამადაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ევროპარლამენტში ამჟამად 751-ის ნაცვლად, 705 დეპუტატია. Brexit-ის შემდეგ, ბრიტანეთის 73 ადგილი გადანაწილდა ევროკავშირის სხვა 14 წევრ ქვეყანაზე, ნაწილი კი გაუქმდა. ტყუილია, რომ საქართველოთი დაინტერესებულია მხოლოდ 10 ევროპარლამენტარი. მათი რაოდენობა გაცილებით მეტია. ეს 10 კი, “ნაცების” ე.წ. მესიჯბოქსითაა დაინტერესებული და დიდი ალბათობით, თანმდევი ბენეფიტებით.

თუმცა, როცა „ლელოში“ ხარ, იქ ანალიზსა და ცოდნას არანაირი მნიშვნელობა აქვს. მთავარია, სერტიფიცირებული თაღლითის, მამუკა ხაზარაძის ხუშტურების მორჩილება“- წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

Continue Reading

Previous: ოპოზიციის ნაწილი თვლის, რომ საქართველომ არ უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი (ვიდეო)
Next: ჯაყოებში თუ ჩემპიონი მიხეილ სააკაშვილია, თეიმურაზ ხევისთავებში ჩემპიონი არის ნამდვილად დავით უსუფაშვილი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025