Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

მარშალ პრესი 18/06/2024
448682741_848172284032025_1191736730492165175_n

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, ფერიისა და ორთაბათუმის ადმინისტრაციულ ერთეულში სპორტული ინფრასტრუქტურის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, შიდა სასოფლო გზისა და ფერდსამაგრი კედლის მოწყობის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები მოინახულა, მერი ასევე ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა.

სოფელი წინსვლა – მინი სპორტული მოედნის მოწყობის მიმდინარე სამუშაოები.

სოფელი ახალშენის მეურნეობა – მინი სპორტული მოედნის მოწყობის მიმდინარე სამუშაოები.

სოფელი კაპრეშუმი – მინდია მსახურაძის საცხოვრებელი სახლის მიმართულებით ფერდსამაგრი კედლისა და შიდა სასოფლო გზის მოწყობის სამუშაოები.

პროექტების ფარგლებში, განხორციელდება, როგორც არსებული სპორტული მოედნის სრული რეაბილიტაცია, ასევე შენდება ახლი მინი სპორტული მოედანი, მოეწყობა ფერდსამაგრი კედელი, სექციური ღობე, განათება და ხელოვნური მინდვრის საფარი.
პროექტების ჯამური ღირებულება შეადგენს – 270 393 ლარს.

მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები, მუნიციპალიტეტის მერთან ერთად საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა მინდია დიასამიძემ და ვახტანგ ლორთქიფანიძემ, მერის მოადგილე მანუჩარ მანველიძემ, საკრებულოს წევრებმა და სამსახურის წარმომადგენლებმა მოინახულეს.

Post navigation

Previous: 15-16 ივნისს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და ორგანიზებით, სოფელ ნიჩბისში ახალგაზრდული ბანაკი გაიმართა
Next: კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლები ევროპის საბჭოს მიწვევით ეროვნული ექსპერტების სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.