Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედროების გუნდი შოტლანდიიდან მედლებით დაბრუნდა

მარშალ პრესი 18/06/2024
11

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედროების გუნდი შოტლანდიიდან წარმატებული ასპარეზობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. ქართველმა სამხედრო პარა-სპორტსმენებმა რთულ რელიეფზე მარშირებაში 3 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. სამხედროებს წარმატებული ასპარეზობა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პაატა პატიაშვილმა მიულოცა და წარმატებები უსურვა. სამხედრო პარა-სპორტსმენებს 24 საათის განმავლობაში 88 კილომეტრი მანძილი ჰქონდათ დასაძლევი.

სპორტულ შეჯიბრებაში ქართველების გარდა, დიდი ბრიტანეთის, ამერიკის, ავსტრალიის, ბულგარეთის, საფრანგეთის, იტალიის, პოლონეთის, ესპანეთისა და უკრაინის სამხედროებმა, ვეტერანებმა და სამოქალაქო პირებმა მიიღეს მონაწილეობა.

სპორტული ღონისძიება, Allied Forces Foundation-ის (მოკავშირე ძალების ფონდი) ეგიდით, ქალაქ პერზირში გაიმართა. მსგავსი ღონისძიებები პარა-სპორტსმენების თვითშეფასების ამაღლებას ისახავს მიზნად და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას იძლევა. დაჭრილ-დაშავებულ სამხედროებზე ზრუნვა საქართველოს თავდაცვის უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია. სამინისტრო მათი ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის პროცესის, სპორტული აქტივობების განხორციელების, ადგილობრივ და საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში ჩართულობის მხარდამჭერია.

Post navigation

Previous: თბილისის მერმა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ხელმძღვანელობასთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
Next: დადგა დღე, რომელსაც ქართული ფეხბურთის გულშემატკივრები 30 წელი ველოდით – პრემიერი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.