Skip to content
10/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

როდესაც უცხოური დაფინანსებით კონკრეტული პოლიტიკური ძალების წარმომადგენელი დეპუტატები დადიან, ანგარიშს აბარებენ მოსახლეობას, ეს არის პირდაპირი საარჩევნო აგიტაციის დაფინანსება და ეწინააღმდეგება კანონმდებლობას

მარშალ პრესი 17/06/2024
irakli kobakhidze

როდესაც უცხოური დაფინანსებით კონკრეტული პოლიტიკური ძალების წარმომადგენელი დეპუტატები დადიან და ანგარიშს აბარებენ მოსახლეობას, ეს არის პირდაპირი საარჩევნო აგიტაციის დაფინანსება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს ოპოზიციონერი ქალების მიერ რეგიონებში გამართულ შეხვედრებზე, რომელთა დამფინანსებელი, არსებული ინფორმაციით, არის NDI, რაზეც პრემიერმა აღნიშნა, რომ ასეთი პრაქტიკა კანონს ეწინააღმდეგება.

„ეს უკვე არის საარჩევნო რეჟიმი, როდესაც უცხოური დაფინანსებით კონკრეტული პოლიტიკური ძალების წარმომადგენელი დეპუტატები დადიან და ანგარიშს აბარებენ მოსახლეობას, ეს არის პირდაპირი საარჩევნო აგიტაციის დაფინანსება, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობას, შესაბამისად, მიუღებელია. ამით ვერავითარ პრაქტიკულ გავლენას ვერ მოახდენენ საბოლოო ჯამში არჩევნების შედეგებზე, მაგრამ კანონს ასეთი პრაქტიკა პირდაპირ ეწინააღმდეგება“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

Post navigation

Previous: ეს არის „ლელოს“ უსუსურობის კიდევ ერთი გამოხატულება – პრემიერი
Next: გლობალური ომის პარტია აგრძელებს შანტაჟს საქართველოს წინააღმდეგ – ირაკლი კობახიძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.