Skip to content
02/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიმედოვნებთ, რომ მოლაპარაკებების მეორე რაუნდისთვის პუტინის მონაწილეობა შესაძლებელი იქნებაო. სტოლტენბერგმა კი, არავითარი მოლაპარაკება, ომი გაგრძელდება მანამ, სანამ პუტინი არ დამარცხდებაო- რომელს დავუჯეროთ?

მარშალ პრესი 17/06/2024
david kartvelishvili

“ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი შვეიცარიის სამშვიდობო სამიტის დასრულებას გამოეხმაურა.

როგორც ქართველიშვილი წერს, მასპინძელი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა – ვიმედოვნებთო, რომ მოლაპარაკებების მეორე რაუნდისთვის პუტინის მონაწილეობა შესაძლებელი იქნებაო. სტოლტენბერგმა კი, ეგრე არაო:

„არავითარი მოლაპარაკება, არც ცეცხლის შეწყვეტა, არანაირი სამშვიდობო მოლაპარაკებები ან შეთანხმება!! ომი გაგრძელდება მანამ, სანამ პუტინი არ დამარცხდება და რუსეთი არ განადგურდება!!” მისი თქმით, საინტერესოა რომელს უნდა დავუჯეროთ. “რომელს დავუჯეროთ? შვეიცარიის სამშვიდობო სამიტის შემაჯამებელ სიტყვაში, მასპინძელი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა – ვიმედოვნებთო, რომ მოლაპარაკებების მეორე რაუნდისთვის პუტინის მონაწილეობა შესაძლებელი იქნებაო. სტოლტენბერგმა კი, ეგრე არაო: „არავითარი მოლაპარაკება, არც ცეცხლის შეწყვეტა, არანაირი სამშვიდობო მოლაპარაკებები ან შეთანხმება!! ომი გაგრძელდება მანამ, სანამ პუტინი არ დამარცხდება და რუსეთი არ განადგურდება!!” მექმნება შთაბეჭდილება, რომ 3-4 თვეში თანამდებობის ოფიციალურ დატოვებამდე, ალიანსის გენმდივანი ცდილობს მილიტარისტული გრადუსი მაქსიმუმამდე აწიოს, რათა მოვლენათა არასასურველ ჭრილში განვითარების შემთხვევაში, თამამად განაცხადოს: “მე გითხარით, რაც უნდა გაგეკეთებინათ – აწი თქვენ იცით. “ქვევრის” გატეხვა თქვენ არ გინდათ, მე კი სამჭკუაშვილიც კი არა ვარ, ამიტომ – ხელებიც დამიბანია”-წერს ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: როგორ შეიძლება ენდო ადამიანს, რომელმაც კარიერის პიკში მყოფმა უღალატა საკუთარ გუნდს – ნინო ფოჩხუა გახარიაზე
Next: 26 ოქტომბერს მათ საქართველოს ამომრჩეველთა მწარე განაჩენი ელოდებათ – გია აბაშიძე ოპოზიციაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.