Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.

მარშალ პრესი 17/06/2024
441

მერიის ინფორმაციით, ახალი ბაღი 50 ბავშვზე იქნება გათვლილი. მოეწყობა შიდა და გარე სივრცეები, კომუნიკაციები და სველი წერტილები. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება სრულად იქნება ადაპტირებული სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის.

მიმდინარე სამუშაოები, ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, გურიის მაჟორიტარ დეპუტატთან ვასილ ჩიგოგიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან და საკრებულოს წევრებთან ერთად დაათვალიერა.

მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ამ დროისთვის ოზურგეთში კიდევ 8 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა – რეაბილიტაცია ხორციელდება. პროექტებზე ჯამში 12 273 921 ლარი დაიხარჯება.

 

Continue Reading

Previous: გახარია იშვიათი ჯიშის, უპრინციპო გაიძვერა აღმოჩნდა – დავით ჩიხელიძე
Next: „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური რეინკარნაციის მცდელობა წინასაარჩევნო სატყუარაა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025