Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ხოშტარია-ჯაფარიძის არმიას კიდევ ერთი მძიმე არტილერია – ბუკა პეტრიაშვილი შეუერთდა (ვიდეო)

მარშალ პრესი 17/06/2024
55

“დღეს არის გადამწყვეტი პოლიტიკური ბრძოლა და ამ ბრძოლაში უნდა ვიყოთ ყველა გაერთიანებული, რათა საქართველო დავაბრუნოთ ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსზე, საქართველოში შეიცვალოს ხელისუფლება 26 ოქტომბერს არჩევნების გზით და საქართველომ შეძლოს უსწრაფესად იმ რეფორმების გახორციელება, რომელიც მოამზადებს ჩვენს ვეყანას ვადამდელი არჩევნებისთვის და აუცილებლად დააყენებს უკან ევროპული ინტეგრაციის კურსზე.

მე ვთვლი, რომ დღეს გადამწყვეტი ბრძოლა არის სწორედ პოლიტიკურ სივრცეში, ყველა ერთად უნდა ვიდგეთ ამ ბრძოლაში და ჩემთვის პატივია ეს გადაწყვეტილება, რომ ვუერთდები პოლიტიკურ პარტია „დროას“ გუნდს, ჩემთვის ძალიან ძვირფას მეგობრებს და ადამიანებს და „დროასთან“ და „გირჩი – მეტი თავისუფლებასთან“ ერთად გავაგრძელებთ ამ ბრძოლას.

იმედი მაქვს, რომ ეს იქნება გზავნილი ყელა იმ ადამიანისთვის, რომელსაც აქვს საზოგადოებაში მაღალი ნდობა და მზად არის, რომ ამ ბრძოლაში ჩაერთოს, იმედი მაქვს, რომ ჩვენ კიდევ ბევრ ადამიანთან ერთად შევძლებთ ერთიანი, ძლიერი ცენტრის გაკეთებას, რომელიც მიიღებს გადამწყვეტ მონაწილეობას და ითამაშებს გადამწყვეტ როლს ამ დიდ გამარჯვებაში, – განაცხადა ბუკა პეტრიაშვილმა.

 

Continue Reading

Previous: მასწავლებლებს ხელფასი 500-დან 800 ლარამდე გაეზრდებათ
Next: გახარია იშვიათი ჯიშის, უპრინციპო გაიძვერა აღმოჩნდა – დავით ჩიხელიძე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025