Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

აი, რა მაშინებს! – რობერტ სტურუა

მარშალ პრესი 17/06/2024
robert sturua

რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, რობერტ სტურუას ფეისბუქ პოსტი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე.

“აი, რა  მაღელვებს!
მინდა შეგახსენოთ, რომ ქრთამი მხოლოდ აღმოსავლეთში არ მოუგონიათ – კორუფციის მექანიზმი და ფულის მოპოვების ყველა ხერხი ოსტატურად დაამუშავეს მოწინავე და განათლებულმა, ევროპის და ამერიკის ქვეყნებმა! ახლა კი უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავენ ჩემ პატარა სამშობლო საქართველოს, რადგანაც ჩვენ მივიღეთ სწორედ ის კანონი(სასაცილოა!) რომელიც თვითონვე შექმნეს და რომელიც წარმატებით მოქმედებს სწორედ თვით მოწინავე დემოკრატიულ ქვეყნებში!

განსაკუთრებით გვლანძღავენ ამ დაწყევლილი კანონის მთავარი მუხლის გამო (თანაც რუსულ კანონს უწოდებენ) – ეს მუხლი მოგვიწოდებს ვიცოდეთ იმ ადამიანების და საზოგადოების სახელები, რომლებიც გრანტების სახით, საკმაო მოზრდილ თანხებს უგზავნიან ადრესატებს! ეს მუხლი ცნობილია, როგორც “გამჭვირვალობის კანონი!” საოცრება – თუ საჩუქარია, სიკეთე რატომ გაშინებს, რად მალავ?! (ქართველები კი ვცდილობთ კეთილი საქმეები არ გავახმაუროთ, მაგრამ სხვები, მსოფლიო?)

და მეპარება ეჭვი, ამ არეულ სამყაროში იქნებ მავან და მავანს სურს გადააქციოს ჩემი სამშობლო, პრიმიტიულ სამრეცხაოდ, სადაც არც ისე პატიოსანი გზით ნაშოვნი საკმაოდ დიდი ფული რომ გაათეთროს და გარეცხოს! და სულ იოლად ჩემი სამშობლო სანატრელ ოფშორულ ზონად იქცევა, და, ვაი რომ, მხოლოდ უცნაურ და ფულის გიჟ-ადამიანები შეაფარებენ თავს მშვენიერ საქართველოს!

ხოლო ის პრეტენზიები, ლანძღვა და მუქარა იმ დიდი ქვეყნების დიდი ჩინოვნიკების მიერ შეთხზულია, ისინი კი, წესიერნი და ძალზე ნიჭიერნი, საკუთარი მოგების გარდა არაფერზე არ ფიქრობენ! აი, რა მაშინებს! თქვენ არა?”- წერს რობერტ სტურუა.

Continue Reading

Previous: ეროვნული ნაკრების გადასაწყვეტია, რამდენად უღირთ ასეთი ორდენები, როცა თავიანთი კოლეგები, ვისთან ერთადაც იბრძოდნენ, გამოტოვეს
Next: ევროჩინოვნიკებმა ჩვენ გვითხრეს, არ გაბედოთ ნებისმიერი ქვეყნიდან თქვენთან შემოსული ფულის კონტროლი, თორემ პრორუსების იარლიყს მოგაკრავთ და ქვეყანას ავაყირავებინებთ ჩვენს მიერ დაფინანსებულ ნაც-პარტიებს და ნაც-ენჯეოებსო

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025