არ დავუჯეროთ იმ კრეტინებს, ვინც გვარწმუნებს, რომ საქართველო “რადარებიდან გაქრა” – ქვეყნის ხელისუფლება და პრემიერ-მინისტრი აკეთებენ ძააალიან მაგარ საქმეს

1247
წაკითხვა/ნახვა
mpn

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს:

“ნატოს სამიტის დეკლარაცია – კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება.
შეიძლება ამ განცხადებას ბევრი ე.წ. ღლიცინი მოჰყვეს და ყველამ ვიცით ტექსტის ის “შინაარსი” და “აზრი” რაც იქნება ჩადებული.
მოდით და ის ყველაფერი გვერდზე გადავდოთ და რეალობას დავუბრუნდეთ.
1. ყველას გვსურს (კი არ “გვინდა”, “გვსურს”) ნორმალურ, ევროპული ყოფის სახელმწიფოში ცხოვრება.
2. ქვეყნის ხელისუფლება და პრემიერ-მინისტრი აკეთებენ ძააალიან მაგარ საქმეს – ევროპულ სტანდარტებს განიხილავენ ქართულ, ეროვნულ ჭრილში და ამ კურსს მიჰყვებიან.
3. ამ ორი დღის წინ მომხდარმა ფაქტმა საქართველოს დაუბრუნა სტატუსი, რომელიც რეგიონში სიტუაციას ალაგებს და აბალანსებს.
4. ქართული ჯარი აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო პრობლემების გადაჭრაში და მთელი მსოფლიოს მასშტაბით უდიდესი პატივისცემით სარგებლობს.
5. მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილის გულისწყრომა დაიმსახურა (და დემოკრატიულ სივრცეში ასეც უნდა იყოს), შეძლო ქვეყნის მოსახლეობისთვის (რაც ყველაზე მთავარია) და უცხოელი პარტნიორებისთვის ეჩვენებინა ის ცივილური გზა, რაზეც დღეს სახელმწიფო სახელად საქართველო დგას.
კიდევ არის ბევრი რამ, რაც შეიძლებოდა რომ დამეწერა, მაგრამ ჩემი აზრით საკმარისია იმისთვის, რომ რეალობა დავინახოთ და არ დავუჯეროთ იმ კრეტინებს, ვინც გვარწმუნებს, რომ საქართველო “რადარებიდან გაქრა”.
არადა სინამდვილეში ის მღილები მიკროსკოპშიც არ ჩანან.” – წერს გაბრიჭიძე
კომენტარები
mpn
მოწონება