Skip to content
10/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ქართულ-პოლონური სპეციალური ოპერაციების რეინჯერთა ასეულის ერთობლივი მომზადების მორიგი ფაზა წარმატებით დასრულდა

მარშალ პრესი 14/06/2024
14

საქართველოს სპეციალური ოპერაციების სარდლობის რეინჯერთა ქვედანაყოფის ჯგუფებსა და პოლონეთის სპეციალური ოპერაციების სარდლობას შორის საერთო მომზადების მორიგი ფაზა წარმატებით დასრულდა. ქვედანაყოფებმა მუხროვანში ერთობლივი საჩვენებელი სწავლება – რეიდის ოპერაცია განახორციელეს. ქართულ-პოლონური მრავალეროვნული სპეციალური ოპერაციების სახმელეთო დავალებათა ჯგუფმა ტაქტიკურ დონეზე დადებითი (GEO-POL MNSOLTG) შეფასება მიიღო და ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების (NRF) 2024 წლის როტაციაში სერტიფიცირებისთვის მომზადების შემდეგ დონეზე გადავიდა. 

ქართულ-პოლონური სპეციალური ოპერაციების ქვედანაყოფების ერთობლივ სწავლებას სპეციალური ოპერაციების სარდალი, პოლკოვნიკი თეიმურაზ ყლატეიშვილი დაესწრო. მან პირად შემადგენლობას ნატოს რეაგირების ძალებში სერტიფიცირებისთვის ტაქტიკურ დონეზე შეფასების წარმატებით გავლა მიულოცა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა. მუხროვანის ბაზაზე სტუმრებმა ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოფენაც მოინახულეს. 

საქართველოს სპეციალური ოპერაციების სარდლობის რეინჯერთა ბატალიონის ერთი ასეული ნატოს რეაგირების ძალებში (NRF) ჩართვისთვის უკვე მომზადებული და სერტიფიცირებულია. ამჟამად, სერტიფიცირებისთვის შესაბამის ეტაპებს საქართველოს სპეციალური ოპერაციების სარდლობის რეინჯერთა ბატალიონის სახმელეთო დავალებათა რიგით მეორე ჯგუფი გადის. 

Post navigation

Previous: აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს
Next: როგორ გგონიათ “პრორუსულ” ხელისუფლებას ვინმე დაუშვებდა შეხვედრაზე ან პენტაგონის შეფი ისაუბრებდა ქართველ კოლეგასთან? – გია აბაშიძე ირაკლი ჩიქოვანის და ლოიდ ოსტინის შეხვედრაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.