Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ბაიდენი გამარჯვების შემთხვევაში ჰპირდება ამომრჩეველს ააგოს მსოფლიოში პირველი სარკინიგზო მარშრუტი, რომელიც ანგოლას შეაერთებს კონგოსთან, კონგოს – ზამბიასთან, ხოლო ზამბიიდან შევა ინდოეთის ოკეანეში

მარშალ პრესი 14/06/2024
david kartvelishvili

ჯო ბაიდენის გეგმებსა და სიახლეებზე, რომელსაც ის კონკურენტ დონალდ ტრამპს საჯარო დებატებისათვის უმზადებს, სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი წერს. როგორც ის აღნიშნავს, ბაიდენს კონკურენტისთვის გამანადგურებელი სიურპრიზი აქვს.

ქართველიშვილი წერს, რომ ბაიდენის გეგმა ერთმანეთთან სარკინიგზო ხაზით დააკავშიროს ანგოლა, კონგო, ზამბია და ეს უკანასკნელი ინდოეთის ოკეანეში შეიყვანოს, შეცვლის მსოფლიოს სატრანზიტო/სატრანსპორტო კონფიგურაციას.

„ჯო ბაიდენი აქტიურად ემზადება დონალდ ტრამპთან 27 ივნისის დებატებისთვის. მას კონკურენტისთვის გამანადგურებელი სიურპრიზი აქვს მომზადებული. ჯო ბაიდენი გამარჯვების შემთხვევაში ჰპირდება ამომრჩეველს ააგოს მსოფლიოში პირველი სარკინიგზო მარშრუტი, რომელიც ანგოლას შეაერთებს კონგოსთან, კონგოს – ზამბიასთან, ხოლო ზამბიიდან შევა ინდოეთის ოკეანეში. ეს არის უპრეცედენტო და თამამი პროექტი, რომელიც შეცვლის მსოფლიოს სატრანზიტო/სატრანსპორტო კონფიგურაციას. ამ განაცხადის შემდეგ, ივნისის დებატებში ერთ-ერთი კანდიდატის შანსები საგრძნობლად გაუმჯობესდება…” – წერს დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: რატი იონათამიშვილი გაეროში, აშშ-ის მისაწვდომობის საბჭოს და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
Next: გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ასოციაცია ,,გურია“- ს ესტუმრა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.