იენს სტოლტენბერგი – ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსა და უკრაინის რეფორმების მხარდაჭერას ნატო-სთან მეტი დაახლოების მიზნით

236
წაკითხვა/ნახვა
mpn

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს.

აღნიშნულის შესახებ, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ნატო-ს სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა

„ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს ღირებულ პარტნიორებს – უკრაინასა და საქართველოს. გავაგრძელებთ მათი რეფორმების მხარდაჭერას, ნატო-სთან მეტი დაახლოების მიზნით“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

კომენტარები
mpn
მოწონება