IMG.GE IMG.GE

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის სააპელაციო საჩივარი, გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი და გაუპატიურების მცდელობისთვის მ.დ. დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ მ.დ.-მ 2017 წლის 7 აგვისტოს, მისი ნაცნობის მ.ხ.-ს გაუპატიურება სცადა, რა დროსაც დაზარალებულმა გაქცევა მოახერხა.

აღსანიშნავია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 9 ივლისის განაჩენით მ.დ. წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა, რაც ბრალდების მხარემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ მ.დ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება