Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

მარშალ პრესი 13/06/2024
448144183_1164878834854034_2012493747812342717_n

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბელგიის სამეფოში იმყოფება. ირაკლი ჩიქოვანმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მორიგ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ბრიუსელში საერთაშორისო ჯგუფის რიგით 21-ე შეხვედრას, რომელიც ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა და აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა გახსნეს, უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელი პირები და უმაღლესი რანგის ოფიციალური პირები დაესწრნენ.

საერთაშორისო ჯგუფის წევრებმა უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად შექმნილი ვითარება და მიმდინარე ომში უკრაინისთვის კოორდინირებული სამხედრო დახმარების გაწევის საჭიროებები განიხილეს.

უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფი ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით 2022წლის აპრილში ჩამოყალიბდა და უკრაინის მხარდამჭერ 50-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს.

Continue Reading

Previous: ასეთი სუბიექტების რიცხვს მიეკუთვნება ავანტიურისტი გუბაზ სანიკიძე
Next: ეს ხალხი აპირებს ხელისუფლებაში მოსვლას, რომელიც ჩინეთს, გაეროს უშიშროების საბჭოს ერთ-ერთ მუდმივ წევრს, რომელსაც საქართველოსთვის სიკეთის გარდა არაფერი გაუკეთებია, მტრად აცხადებს იმიტომ, რომ გარედან მიიღეს ეს შეკვეთა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025