Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პრეზიდენტი გაბოროტებულ დედაკაცს დაემსგავსა – თამარ ჩიბურდანიძე

მარშალ პრესი 13/06/2024
tamar chiburdanidze

„პრეზიდენტი გაბოროტებულ დედაკაცს დაემსგავსა, რადგან წარმატებით ვერ ასრულებს უცხოეთის დაკვეთებს, ვერ შეძლო კანონის [გამჭვირვალობის შესახებ] ჩაგდება და ბოლომდე დარწმუნდა იმაში, რომ ვერ შეძლებს არჩევნების შედეგების შეცვლას, რაც მისთვის გამანადგურებელი იქნება,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილმა ფეხბურთელებს ღირსების ორდენები, იმის გამო არ გადასცა, რომ მათი დაჯილდოება პრემიერ-მინისტრის იდეა იყო და არა მისი.

„კითხვა არ უნდა, თუ რატომ არ გადასცა სალომე ზურაბიშვილმა ფეხბურთელებს ღირსების ორდენები. პირველი ის, რომ ეს ინიციატივა ეკუთვნოდა პრემიერს და არა მას. მეორე მიზეზი არის ის, რომ დიდი მცდელობის მიუხედავად, მთელი ამ ბაკქანალიის პერიოდში, ვერ ჩაითრიეს ფეხბურთელები ანტისახელმწიფოებრივ პროცესებში, ვერ გააკეთებინეს მათთვის სასარგებლო ოპოზიციური განცხადებები.

პრეზიდენტი გაბოროტებულ დედაკაცს დაემსგავსა, რადგან წარმატებით ვერ ასრულებს უცხოეთის დაკვეთებს, ვერ შეძლო კანონის [გამჭვირვალობის შესახებ] ჩაგდება და ბოლომდე დარწმუნდა იმაში, რომ ვერ შეძლებს არჩევნების შედეგების შეცვლას, რაც მისთვის გამანადგურებელი იქნება. ქართველი ხალხის ჯვარი ყოფილა ზედიზედ უკვე მესამედ ასეთი პრეზიდენტის ატანა, მაგრამ, საბედნიეროდ, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის ბოლო დღეებს ითვლის და მალე გავთავისუფლდებით საკუთარი ხალხის მიმართ ცინიკურად მოქმედი პრეზიდენტისგან,“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

Continue Reading

Previous: პრეზიდენტი დღემდე არ გამოხმაურებია ამ ინიციატივას, რომ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები დაჯილდოებულიყვნენ ღირსების ორდენებით
Next: ასეთი სუბიექტების რიცხვს მიეკუთვნება ავანტიურისტი გუბაზ სანიკიძე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025