Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ფეხბურთელებს დამსახურებულ ჯილდოს განზრახ უგვიანებდე, ეს ხომ ვიცით რაზეც მეტყველებს?!- ვინ იცის, იქნებ ევროპის ჩემპიონატზე ნაკრების წარუმატებლობას ელოდება, რომ მერე ესეც პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოიყენოს

მარშალ პრესი 13/06/2024
zaal anjaparidze

„პრეზიდენტის პათოლოგიურ ბოღმიანობაზე ბევრი ხმები დადის, მაგრამ ფეხბურთელებს დამსახურებულ ჯილდოს განზრახ უგვიანებდე, მხოლოდ იმიტომ, რომ მთავრობის და პარლამენტის ხელმძღვანელებმა დაუფასეს მათ ისტორიული მიღწევა და გააკეთეს წარდგინება, ხოლო პ(რეზიდენტს) დაავიწყდა ან გაატარა, ეს რაზე მეტყველებს? ხომ ვიცით რაზეც… ვინ იცის, იქნებ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრების წარუმატებლობას ელოდება, რომ მერე ესეც პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოიყენოს.“-ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, იგივე შეიძლება ითქვას უკვე წარდგენილი ელჩების დანიშვნაზე ხელმოწერის განზრახ გაჭიანურებაზე.

„ზოგჯერ მეუბნებიან – სალომე ზურაბიშვილს რომ აკრიტიკებ ხშირად, თქვენი არჩეული არ არისო?! მითქვია და კიდევ ვიტყვი – არც მისთვის და არც მარგველაშვილისთვის ხმა არ მიმიცია, რადგანაც ძალიან მყარი საფუძველი მქონდა ასე მოვქცეულიყავი. ზურაბიშვილის ქცევები, რომლებსაც ხშირად რთულია უწოდო ნორმალური და ადამიანური, ყოველ ჯერზე მარწმუნებს ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში. რა ბოროტი და ბოღმა იყო, რომ აპრილიდან მოყოლებული ხელს არ აწერდე ჩვენი ნაკრების ფეხბურთელების ღირსების ორდენით დაჯილდოებას.

პრეზიდენტის პათოლოგიურ ბოღმიანობაზე ბევრი ხმები დადის, მაგრამ ფეხბურთელებს დამსახურებულ ჯილდოს განზრახ უგვიანებდე, მხოლოდ იმიტომ, რომ მთავრობის და პარლამენტის ხელმძღვანელებმა დაუფასეს მათ ისტორიული მიღწევა და გააკეთეს წარდგინება, ხოლო პ(რეზიდენტს) დაავიწყდა ან გაატარა, ეს რაზე მეტყველებს? ხომ ვიცით რაზეც… ვინ იცის, იქნებ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრების წარუმატებლობას ელოდება, რომ მერე ესეც პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოიყენოს. იგივე შეიძლება ითქვას უკვე წარდგენილი ელჩების დანიშვნაზე ხელმოწერის განზრახ გაჭიანურებაზე. ამასაც ხომ აქვს პოლიტიკური კონტექსტი, რომ მერე იყვიროს საელჩოებმა ემიგრანტების ხმის მიცემა ვერ უზრუნველყვესო. ყველაფერია მოსალოდნელი…. ის აშკარად ცდის ქართველი საზოგადოების მოთმინებას, რადგანაც მხარდამჭერები ქვეყნის ფარგლებს გარეთ და მათ აქაურ პროქსი ჯგუფებში ეგულება და მართლა ჰგონია რომ დაიცავენ.“-წერს ზაალ ანჯაფარიძე.

Continue Reading

Previous: პრეზიდენტი დღემდე არ გამოხმაურებია საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების ღირსების ორდენით დაჯილდოების ინიციატივას, ეს ღია შურისძიებაა მმართველ გუნდზე, მაგრამ მას ავიწყდება, რომ ხალხმა სწორედ მმართველი ძალის ხათრით აირჩია
Next: მსოფლიო ისტორიაში იშვიათია, ქვეყანას ჰყავდეს ისეთი ანტიპატრიოტი “პრეზიდენტი”, როგორიც სალომე ზურაბიშვილია, რომელიც ამ დრომდე არ აჯილდოებს ფეხბურთელებს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025