Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

„ევროპული საქართველოს“ მედია ინსტრუმენტი „ტაბულა“ ფინანსდება ფინეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, შესაბამისად ამით ხდება პარტიის დაფინანსება – შალვა პაპუაშვილი

მარშალ პრესი 13/06/2024
shalva papuashvili

„ევროპული საქართველოს“ მედია ინსტრუმენტი „ტაბულა“ ფინანსდება ფინეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, შესაბამისად ამით ხდება პარტიის დაფინანსება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან განაცხადა.

„სულ ახლახან შემთხვევით გავიგეთ, რომ „ევროპული საქართველოს“ მედია ინსტრუმენტი „ტაბულა“ ფინანსდება ფინეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ყველამ იცის, რომ „ტაბულა“არის „ევროპული საქართველოს“ ჩვეულებრივი პარტიული კედლის გაზეთი. როდესაც ის ფინანსდება უცხო ქვეყნიდან, შესაბამისად ამით ხდება პარტიის დაფინანსება. ასეთ შემთხვევებს რომ ვხედავთ, რა თქმა უნდა, ეს ჩვენს გაკვირვებას იწვევს, ერთის მხრივ საუბარი იყოს დეპოლარიზაციაზე, თანაბარ შესაძლებლობებზე და მეორეს მხრივ ხდებოდეს კანონისთვის გვერდის ავლით პოლიტიკური პარტიების დაფინანსება. ეს ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს. მათ შორის, როდესაც ხდება „ევროპული საქართველოს“ პროპაგანდისტული მედიის დაფინანსება უცხო ქვეყნიდან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Continue Reading

Previous: ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალმა წელს მეცხრედ მოიპოვა UNESCO-ს მაღალი პატრონაჟი
Next: ხაზარაძე და ჯაფარიძე ოფიციალურად, მტკიცებულებებით მხილებულები არიან თაღლითობაში და ოფიციალურად არიან თაღლითები – შალვა პაპუაშვილი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025