Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ბოლო პერიოდში რასაც ვუყურებთ, სალომე ზურაბიშვილი სრულად მოქმედებს გარედან კარნახით – შალვა პაპუაშვილი

მარშალ პრესი 13/06/2024
SHALVA PAPUASHVILI

საქმე გვაქვს ადამიანთან, რომელმაც გადააბიჯა კონსტიტუციას, ქვეყნის ინტერესებს. ბოლო პერიოდში რასაც ვუყურებთ, ის სრულად მოქმედებს გარედან კარნახით და რა კარნახიც მოსდის ამა, თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, როდის რა გააკეთოს, როდის რას მოაწეროს ხელი, ზუსტად ისე იქცევა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს პრეზიდენტთან დაკავშირებით განუცხადა.

შალვა პაპუაშვილმა ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც დაინტერესდა, რატომ არ მოაწერა ხელი პრეზიდენტმა აქამდე საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ღირსების ორდენებით დაჯილდოებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრისა და მის მიმართვას.

„როგორც მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრმა და მე ჯერ კიდევ 4 აპრილს მივმართეთ სალომე ზურაბიშვილს ჩვენი საფეხბურთო ნაკრების წევრების, ისევე, როგორც სამწვრთნელო შტაბის შემადგენლობის ღირსების ორდენით დაჯილდოების წერილით. დღემდე ჩვენ არ გვაქვს მისი [პრეზიდენტის] პასუხი და ხელმოწერა ამ დოკუმენტზე, რაც რა თქმა უნდა, არის სამწუხარო. საერთო ჯამში აჩვენებს მის სახელმწიფოებრივ დამოკიდებულებას საკითხების მიმართ. არის ცალკეული საკითხები, რომელსაც ვატყობთ, რომ როცა პიარულად სჭირდება, მაშინ აკეთებს ხოლმე, თუმცა როცა სახელმწიფოებრივი საკითხებია, ამ მხრივ არანაირი პასუხი არ არის მისი მხრიდან. ეს ერთის მხრივ ძალიან სამწუხაროა, თუმცა მეორეს მხრივ, გასაგებია, რადგან ჩვენ საქმე გვაქვს ადამიანთან, რომელმაც გადააბიჯა კონსტიტუციას, ქვეყნის ინტერესებს. ბოლო პერიოდში რასაც ვუყურებთ, ის სრულად მოქმედებს გარედან კარნახით და რა კარნახიც მოსდის ამა, თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, როდის რა გააკეთოს, როდის რას მოაწეროს ხელი, ზუსტად ისე იქცევა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

Continue Reading

Previous: ყველაფერი მივიწყებას მიეცემა, მაგრამ დარჩება ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში დააბრუნა იოანე ზოსიმეს ხელნაწერი – არის ისეთი ფაქტები, რომელიც ისტორიაში შედის ოქროს ასოებით
Next: საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა საუკეთესო სამხედროები დააჯილდოვა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025