Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ღმერთმა ნუ ქნას, ვიზალიბერალიზაცია ვინმემ წაგვართვას, მაგრამ, თუ წაიღებენ არც მაგაზე მოვიკლათ თავი, ქართველი საქართველოს დაუბრუნდეს, აქ ვაშენოთ

მარშალ პრესი 12/06/2024
REVAZ MISHVELADZE

ღმერთმა ნუ ქნას, ეს სიმწრით მოპოვებული ვიზალიბერალიზაცია ვინმემ წაგვართვას, მაგრამ, თუ წაიღებენ არც მაგაზე მოვიკლათ მე და შენ თავი. საქართველოს ქართველი დაუბრუნდეს, აქ ვაშენოთ, – ამის შესახებ მწერალმა, რევაზ მიშველაძემ, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ღირსეული გაიმარჯვებს, ხოლო ღირსეულში მოიაზრებს ხელისუფლებას, რომელმაც საქართველოს სიამაყე და ღირსება დაუბრუნა.

“მერე რა, რომ დამამცირებელ საქმეზე, იტალია, ინგლისი, გერმანია და ამერიკა უფრო მეტ ფულს გაძლევენ შენ, ჩემო საცოდავო ქალბატონო, რომელიც წახვედი საზღვარგარეთ. სამაგიეროდ, შენი ქვეყანა დაგრჩა აქ, შენი შვილები დაგრჩა აქ. ამ თვალსაზრისით, იცოდეთ, მე ასეთი წინათგრძნობა მაქვს: ღირსეული გაიმარჯვებს. ღირსეულში მე, ქართული მეობის დამბრუნებელ, ქართული სიამაყის დამბრუნებელ, ღირსების სახელმწიფოს ამშენებელ ხელისუფლებას ვხედავ – ამიტომ ვუჭერ მხარს, თორემ საკამათო მასთან ბევრი რამ მაქვს.” – განაცხადა რევაზ მიშველაძემ.

Continue Reading

Previous: გუბაზ სანიკიძე პოლიციას დასჯით ემუქრება
Next: მიხეილ სააკაშვილზე სასაცილო ვიდეო ვრცელდება (ვიდეო)

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025