Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ოპოზიციური არხების ეს ტაქტიკა – არ გააშუქონ პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბერლინში, მხოლოდ და მხოლოდ იმას მოწმობს, რომ ეს ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი

მარშალ პრესი 12/06/2024
eka sepashvili

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი ეკა სეფაშვილი ოპოზიციური არხების მიერ ირაკლი კობახიძის გერმანიაში ვიზიტის არ გაშუქებას აფასებს. დეპუტატის თქმით, ეს ფაქტი მეტყველებს იმაზე თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ქვეყნის პრემიერ- მინისტრის ვიზიტი.

სეფაშვილი აღნიშნავს იმასაც, პრემიერის უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობა ქვეყნის პოზიციონირებასა და საერთაშორისო იმიჯის განმტკიცებას ემსახურება.

„ოპოზიციური არხების ეს ტაქტიკა – არ გააშუქონ პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბერლინში, მხოლოდ და მხოლოდ იმას მოწმობს, რომ ეს ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც ჩვენი ქვეყნისათვის, ასევე ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის განმტკიცებისათვის და ჩვენი დახმარება უკრაინისათვის გრძელდება ისე, როგორც აქამდე იყო. ასეთი პოზიტიური ნარატივი ოპოზიციურ არხებს არ აწყობთ, რადგან ისინი როგორც წესი, დეზინფორმაციის ან მავნებლობის გავრცელებით არიან დაკავებული, რაც მხოლოდ და მხოლოდ ჩრდილს აყენებს ჩვენი ქვეყნის იმიჯს და რეპუტაციას.“ – აღნიშნა სეფაშვილმა.

Continue Reading

Previous: გამჭვირვალობის საკითხის პოლიტიზებამ შექმნა ერთგვარი „ბაბლი“, თითქოს ქვეყანა გაიღვიძებს ჩელიაბინსკში თუ კრასნოდარში, სინამდვილეში, დავიძინებთ და გავიღვიძებთ საქართველოში
Next: იგივე უზნეო და ამორალური სტატუსი ელოდება ნიკო მანაგაძესაც და სხვა მსგავს არაკაცებს “ნაცების” წიაღიდან

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025