Skip to content
14/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თავდაცვის ძალების მეთაურმა ოპერატიულ პარტნიორებთან ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

მარშალ პრესი 12/06/2024
edb70c47-da5b-4281-86bf-3548cf0d1a36.jfif

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ორგანიზებით, თავდაცვის ძალების მეთაურების მონაწილეობით ოპერატიულ პარტნიორებთან ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომა დისტანციურ ფორმატში გაიმართა. სხდომას ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე ადმირალი რობ ბაუერი ხელმძღვანელობდა.
მონაწილეებმა ალიანსის ძირითადი ამოცანების ფარგლებში პარტნიორ ქვეყნებთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ძირითად ასპექტებსა და პერსპექტივებზე ისაუბრა.

Continue Reading

Previous: ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში ემანუელ მაკრონი თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს
Next: ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე გერმანიაში, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს შეხვდნენ (ვიდეო)

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025