Skip to content
10/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მსოფლიო ბანკმა გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების ანგარიშში საქართველოს ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესებული პროგნოზი წარმოადგინა

მარშალ პრესი 12/06/2024
011

მსოფლიო ბანკმა გლობალური ეკონომიკური პერსექტივების 2024 წლის განახლებული ანგარიში გამოაქვეყნა. პუბლიკაციაში, რომელიც წელიწადში ორჯერ, იანვარსა და ივნისში გამოდის, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი იანვართან შედარებით გაუმჯობესებულია. კერძოდ, მსოფლიო ბანკის შეფასებით საქართველოს ეკონომიკა 2024 წელს 5,2%-ით , 2025 წელს კი 5%-ით გაიზრდება, რაც შესაბამისად 0,4%-ით და 0,5%-ით მაღალია, ვიდრე ეს მსოფლიო ბანკს წლის დასაწყისში ჰქონდა წარმოდგენლი. გარდა ამისა, მსოფლიო ბანკმა 2021-2026 წლების ეკონომიკური ზრდის პერსპექტივაც წარმოადგინა. ბანკის შეფასებით და პროგნოზით, ირკვევა, რომ საქართველოს ეკონომიკა ამ 6 წლიან პერიოდში ჯამში 53,1%-ით იზრდება, რითაც ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებში ლიდერობს და ერთადერთია ქვეყნაა, რომელიც განხილულ ექვსწელედში ერთნახევარჯერზე მეტად ზრდის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობას.

Post navigation

Previous: საქართველოს თავდაცვის ძალებს თურქეთის რესპუბლიკისგან ნატოს სტანდარტების ჯავშანტრანსპორტიორები გადაეცა
Next: ცესკოს ხელმძღვანელმა პირებმა „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებთან 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესი განიხილეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.