Skip to content
12/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სააკაშვილის წინ წამოწევა და პოლიტიკური პროცესების სათავეში მოყვანა ძალიან რთულია, ეს სალომე ზურაბიშვილსაც ხელს შეუშლის

მარშალ პრესი 12/06/2024
GIA VOLSKI

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხზე აცხადებს, რომ ყველაფერი შესაძლებელია, თუმცა ამავდროულად ამბობს, რომ „ნაცმოძრაობის“ რომელიმე ფრთას სააკაშვილის დასაცავად აქტიური პოზიცია არ გამოუხატავს.

ამასთან, როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, სააკაშვილის წინ წამოწევა, პოლიტიკური პროცესების სათავეში მოყვანა რთული იქნება და ეს სალომე ზურაბიშვილსაც ხელს შეუშლის.

„ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ აშკარა პრობლემაა, რომ არც მიშა სააკაშვილის თემით პარტიის ლიდერად მოსულ ხაბეიშვილს და არც „ნაცმოძრაობის“ რომელიმე ფრთას სააკაშვილის დასაცავად აქტიური პოზიცია არ გამოუხატავს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ დამნაშავესთან გვაქვს საქმე და რაც აქამდე მოვიფიქრეთ, სიმულანტობა იყოო.

სააკაშვილის წინ წამოწევა და პოლიტიკური პროცესების სათავეში მოყვანა ძალიან რთულია. რასაკვირველია, ეს სალომე ზურაბიშვილსაც შეუშლის ხელს, განსაკუთრებით მას შემდეგ, თუ გავიხსენებთ, როგორი უწმაწური და ბილწი გამონათქვამები იყო სალომე ზურაბიშვილის მიმართ „ნაცმოძრაობის“ წევრების მიერ და პირადად სააკაშვილისგან“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

Continue Reading

Previous: ბიძინა ივანიშვილმა მილიონ გირვანქა სტერლინგად ლონდონის აუქციონზე შეიძინა იოანე ზოსიმეს ხელნაწერი სინას მთის კოლექციიდან-უნიკალური ხელნაწერი საჩუქრად ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა
Next: ბიძინა ივანიშვილი სამშობლოს სიყვარულს არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით ამტკიცებს – დავით ჩიხელიძე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025