Skip to content
11/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ეს იყო სულ, რაც ამოდენა თანამდებობის პირმა გააკეთა – ამირან სალუქვაძე პრეზიდენტზე

მარშალ პრესი 12/06/2024
amiran salukvadze

ამირან სალუქვაძე ფეისბუქზე წერს:

“სალომე ზურაბიშვილმა გუშინწინ ის პოსტი გააზიარა, სადაც ეწერა საგანძური აუქციონზე იყიდებაო.

ეს იყო სულ, რაც ამოდენა თანამდებობის პირმა გააკეთა. განა მიმართა მთავრობას ან მისი ახალი პოლიტიკური ქაქის მილიონერებს ზომების მისაღებად?!

ამ დროს ბიძინა ივანიშვილი უკვე აუქციონში მონაწილეობისთვის მზად იყო და გაცილებით დიდ თანხას გადაიხდიდა, კონკურენტი რომ გამოჩენილიყო. იყიდა და გადასცა სახელმწიფოს, როგორც ადრე უამრავი სხვა მატერიალური ღირებულება.

ამის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი, წესით, მადლობას უნდა უხდიდეს ქველმოქმედს (ვინც არ უნდა ყოფილიყო ის). ამის ნაცვლად, დიდ მიღებას მართავს თავის სასახლეში, ალბათ ბიუჯეტის ხარჯზე და აზიარებს მოქალაქის პოსტს, სადაც წერია, რომ მირჩევნია სახელმწიფომ თავად შეიძინოს ასეთი საგანძურებიო. 

არც ზურაბიშვილმა და არც ამ პოსტის ავტორმა არ იციან, რომ მსოფლიოში მსგავსი საგანძურების სახელმწიფოსთვის გადაცემის მთავარი დონორები ზუსტად რომ ქველმოქმედი ადამიანები არიან.

ამიტომ გეუბნებით წლების მანძილზე, რომ ნუ აკრიტიკებთ ქველმოქმედებას, გამიჯნეთ პოლიტიკისგან და ნუ ესხმით მას თავს, შეისწავლეთ ეს ფენომენი და ყველანაირად წაახალისეთ. საზოგადოება და სახელმწიფო მოიგებს.

ისე, 7 საათში სულ რაღაც 13 კომენტარი რომ აქვს პრეზიდენტის პოსტს და ისიც ყველა უარყოფითი, ალბათ დიდ პოპულარობაზე მიუთითებს.” -წერს ამირან სალუქვაძე ფეისბუქზე.

Post navigation

Previous: ლიბერალ-ფაშისტობამ სათავისოდ ყველაზე კოშმარული სიზმრების ბურუსში მიიძინა, სადაც ბიძინა ივანიშვილი მორიგი სიქველით აოცებს სრულიად საქართველოს
Next: ბიძინა ივანიშვილმა მილიონ გირვანქა სტერლინგად ლონდონის აუქციონზე შეიძინა იოანე ზოსიმეს ხელნაწერი სინას მთის კოლექციიდან-უნიკალური ხელნაწერი საჩუქრად ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.