Skip to content
10/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

ირაკლი ღარიბაშვილი ტეხასის სკოლაში მომხდარ მასობრივ სროლას ეხმაურება და ამერიკელ ხალხს თანაგრძნობას უცხადებს

მარშალ პრესი 25/05/2022
ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ტეხასის დაწყებით სკოლაში მომხდარ მასობრივ სროლას ეხმაურება და ამერიკელ ხალხს თანაგრძნობას უცხადებს. ამის შესახებ პრემიერი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„ჩვენ შეძრულნი ვართ ახალი ამბით ტეხასის შტატის უვალდეს დაწყებით სკოლაში საშინელი მასობრივი სროლის შესახებ. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ და თანაგრძნობას ვუცხადებ ჩემი და თითოეული ქართველის სახელით დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს. ჩვენ ვდგავართ ამერიკელ ხალხთან ერთად ამ მწუხარების დროს,“- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ბოლო ცნობებით, აშში, ტეხასში, სკოლაში მომხდარი თავდასმის შედეგად 21 ადამიანი  მოკლეს, აქედან 19 არის ბავშვი ხოლო 2 ზრდასრული. ლიკვიდირებულია 18 წლის ახალგაზრდა, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა.

Post navigation

Previous: 4 ივნისიდან დედაქალაქში ავტობუსისა და მიკროავტობუსის ახალი მარშრუტები ამოქმედდება
Next: საქართველო ძალიან სანდო და ლოიალური პარტნიორია ევროკავშირისთვის – ირაკლი ღარიბაშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.