
“უკაცრავად მაგრამ ვერც სიხარული ვიგრძენი ამ ხელნაწერის შესწიდვით და ვერც ჭორვილელს გადავუხდი მადლობას”– წერს სოციალურ ქსელში რეჟისორი გიორგი სავანელი, რომელიც ეხმიანება ბიძინა ივანიშვილის მიერ, იოანე ზოსიმეს ხელნაწერის შეძენას “კრისტის” აუქციონზე.
“იოანე ზოსიმეს სულს შემოვევლეთ ყველა ქართველი მაგრამ, აი იოანე ზოსიმეს ხელნაწერი წულუკიანის მიერ დაბყრობილ, დამონებულ და შინაარსისგან დაცლილ ეროვნულ მუზეუმში იდება თუ არა, ამაზე მნიშვნელოვანი ის რომ არის – ადამიანებს, გინდა ახალგაზრდებს და გინდაც უფროსებს ქუჩებში არ სცემდნენ ოლიგარქატის ტიტუშკები და ააიპ-ების ზონდერ-ბანდის მატლები, არ მეთანხმებით?!
ჰოდა, უკაცრავად მაგრამ ვერც სიხარული ვიგრძენი ამ ხელნაწერის შესყიდვით და ვერც ქართული სახელმწიფოს დამაქცევარს, რუსეთის საკბილოდ გამმეტებელ და ყველაფრის ფულით მსაზღვრელ ჭორვილელს გადავუხდი მადლობას!
ვინც ემადლიერებით იმათი მორალური ,,სტანდარტის” ლამის ,,მშურს”… კრემლის ადგილობრუვ რეჟიმად ჩამოყალიბებული ,,საოცნებო” ხელისუფლების მარბიელი ბრიგადების მიერ ადამიანების დასახიჩრებული სხეული და ფსიქიკა რიმ არაფრად უღირთ და ვითომ იოანე ზოსიმეს ხელნაწერი აღუძრავთ სენტიმენტებს…
ხელისუფლება საკუთარ ხალხს ცემით უსწორდება , ჩაგრავს, აშინებს, ან მატერიალურ სირთულეების დროს ფაქტობრუვად არაფრის გამო და სინამდვილეში კრიტიკული აზრის და ევროპული და ეროვნული ინტერესების დაცვისთვის ჯარიბებს 500-დან 5000-მდე ლარით… ამის ფონზე სადღაა ამ ქვეყანაში იოანე ზოსიმეს ღირებულებები?!
მხოლოდ ექსპონატად ბოდიში და არაფრის მშველელია არც ზოსიმე და არც … რუსთაველი. და ნურც მუზეუმის ან კულტურული საგანძურის მნიშვნელობასა და სიყვარულის შესახებ დამიწყებთ აქ ლაპარაკს! ერთისა თუ მეორის შესახებ იქით ჩაგიტარებთ ლექციასაც და ბიძინთმადიდებლების მთელ მოდგმასაც გაჯობებთ მუზეუმების სიყვარულით!” – წერს სავანელი.