გივი მიქანაძე – დროებითი საგამოძიებო კომისია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან შეხვედრას 21 ივნისს გეგმავს

228
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

31 ოქრომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ კონკრეტული პირების გამოკითხვები დღეიდან დაიწყო. ორშაბათს პარლამენტში ცესკო-ს თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას და პროკურატურის წარმომადგენელს ელოდებიან. კომისიის წევრების კითხვებს კი დღეს პირველებმა ვაკის 41-ე საარჩევნო უბნის კომისიის ხუთმა პასუხისმგებელმა პირმა და ვაკის საოლქო კომისიის თავმჯდომარემ უპასუხეს. საპარლამენო არჩევნებში ამ უბნის ოქმში დისბალანსი, 18 ბიულეტენის ნაკლებობა დაფიქსირდა.

დღევანდელი მოსმენის შედეგად კი ცნობილი გახდა, რომ დისბალანსი გადასატან ყუთს უკავშირდება, რადგან რეგისტრატორმა, ანი ბექაურმა პროცედურული შეცდომა დაუშვა და გადასატანი ყუთისთვის განკუთვნილი ბიულეტენები მისი დამოწმების გარეშე გასცა, რის გამოც დალუქული ყუთი ვაკის საოლქო კომისიაში გადააგზავნეს, გადასატანი ყუთის 18 ამომრჩევლის ხელმოწერა კი ოქმში ამომრჩეველთა ხელმოწერების სიაში შეიყვანეს, რამაც 18 ბიულეტენის ნაკლებობა გამოიწვია. დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები ჯამში 30-ზე მეტ პირს გამოკითხავენ, მათ შორისაა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ოთხი საარჩევნო უბნის პასუხისმგებელი პირები და  ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. გამოსაკითხთა ნუსხა დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შერჩეული 20 პრობლემური უბნის ხელახალი გადათვლის შედეგების გაანალიზებით განისაზღვრა.

„ჩვენ ვაკის უბნის კომისიის წევრებთან შეხვედრის და მათგან ახსნა-განმარტების მიღების დროს დავადგინეთ, რომ ის დისბალანსი, რომელიც იკვეთებოდა ამ უბნის ოქმსა და გადათვლის შედეგად მიღებულ მონაცემებს შორის, ეს იყო 18 ხელმოწერით მეტი ვიდრე ბიულეტენი დაფიქსირებული საბოლოო ოქმებში, გამოვლენილი იყო სწორედ იქიდან, რომ გადასატანი ყუთი, სადაც 18 ბიულეტენით ხმის მიცემა განხორციელდა, რეგისტრატორს მის მიერ დაშვებული შეცდომის გამო ბიულეტენებს ბეჭედი და ხელმოწერა დასმული არ ჰქონდა. რის გამოც ეს ბიულეტენები ბათილად უნდა ჩათვლილიყო ბათილად. გამომდინარე იქიდან, რომ უბნის კომისიამ ამაზე გადაწყვეტილება არ მიიღო, მით უმეტეს, რომ ამის თაობაზე შესაბამისი მითითება იყო საოლქო კომისიიდან, იმ რეალობის წინაშე დავდექით, რომ სრულიად უსაფუძვლოდ დადგა დისბალანსის შედეგი ამ კონკრეტულ უბანზე. ვაკის 41-ე საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარემ დროებითი საგამოძიებო კომისიის წინაშე მის მიერ დაშვებული შეცდომა აღიარა. 17 ივნისს იქნება შეხვედრა გურჯაანის ნომერ მესამე და ნაძალადევი ნომერ 66-ე საარჩევო უბნების კომისიის წევრებთან და ოლქის თავმჯდომარეებთან. ხოლო 18 ივნისს, მარნეულის ნომერ 89-ე საარჩევნო უბნის კომისიის წევრებთან და ოლქის თავმჯდომარესთან. ასევე, იმ ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებსაც ყველაზე დიდი სადამკვირვებლო მისია ჰქონდათ არჩევნების დროს. რაც შეეხება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, დროებითი საგამოძიებო კომისია გეგმავს პარლამენტში მასთან შეხვედრას 21 ივნისს, ორშაბათ დღეს. წინასწარი, სავარაუდო დრო 14 საათია“, – განაცხადა მიქანაძემ.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება